Tuesday, October 19, 2010

”მიცუბიშიმ” ავსტრალიელებს სპორტული ელექტრომობილი უჩვენა

Mitsubishi i-MiEV Sport Concept Unveiled

19 ოქტომბერი

”მიცუბიშიმ” ავსტრალიაში, სიდნეის საავტომობილო გამოფენაზე, თავის ელექტრომობილ i-MiEV-ს სპორტული ვერსია წარადგინა. რა თქმა უნდა, სპორტული ავტომობილი, იმავე სახელწოდების მქონე ელექტრომობილის ბაზაზე შეიქმნა, რომელსაც იაპონური კომპანია თავის ფრანგ პარტნიორებს - ”პეჟოს” და ”სიტროენს” უმზადებს.

”i-MiEV სპორტს” ყველა ბორბალი წამყვანი აქვს, თუმცა ”მხოლოდ” სამი ელექტროძრავი ემსახურება. ამათგან, ორი წინა ბორბლებშია ჩამონტაჟებული, ერთი კი უკანა ღერძს ორივე ბორბლისთვის ატრიალებს. სამივე ძრავის მუშაობას კი კომპიუტერული სისტემა S-AWC (სუპერ ოლ ვილ კონტროლ). სამივე ძრავს ჯამში 680 ნიუტონმეტრი მაბრუნი მომენტის გამომუშავება შეუძლია, რაც 970-კილოგრამიანი მანქანისთვის მეტისმეტად ბევრია.

საბაზო i-MiEV-სგან განსხვავებით, ელექტრომობილს უფრო გრძელი ბაზა აქვს, რაც ინტერიერის მოცულობის გასაზრდელად გაკეთდა. სიმძიმის ცენტრის დაბლა დასაწევად, აკუმულატორების ბლოკი მანქანის ქვედა ნაწილში განლაგდა, მესამე ელექტროძრავი, დენის გარდამქმნელი და დამმუხტავი კი უკანა საბარგულის ქვეში მოთავსდა.

აკუმულატორების ერთი სრული დამუხტვით, სპორტულ ელექტრომობილს 200 კილომეტრის გავლა შეუძლია. ავტომობილის სვლის სიშორის გაზრდას, მის სახურავზე განლაგებული მზის ელემენტები ემსახურება. იგივე დანიშნულება აქვს მის წინა ნაწილში მოთავსებულ დანადგარს (მის მოქმედების პრინციპს მიცუბიში არ ამხელს. ენერგიას ზოგავს თხევადკრისტალური სანათები, მუხრუჭებში გამოყოფილ ენერგიას კი სპეციალური რეგენერეტორი აგროვებს. ავტომობილზე სითბოს გადამამუშავებელი შუშები აქვს, რაც ჰაერის კონდიცირების აუცილებლობას ამცირებს.

”ფორდი” კონცეპტუალურ ”სტარტს” კონვეიერზე დააყენებს

Ford Start to Enter Production in 2014

19 ოქტომბერი

პეკინის წლევანდელ საავტომობილო შოუზე, ”ფორდმა” საზოგადოებას კონცეპტუალური მოდელი ”სტარტი” წარუდგინა, რომელიც მაშინ ბევრმა ახალი ”კა-ს” წინამორბედად მიიჩნია. მალე გაირკვა, რომ ეს ასე არ იყო, თუმცა ”სტარტის” მეშვეობით, ”ცისფერმა ოვალმა” ორი სიახლე მაინც გვიჩვენა.

ჯერ ერთი, ეს იყო უშუალოდ ახალი კონცეპცია და კორპორატიულ სტილ ”კინეტიკური დიზაინის” ევოლუციური ვარიანტი. მეორეც, ამ ავტომობილს კაპოტქვეშ ედგა სერია ”ეკობუსტის” ტექნოლოგიით დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა, პატარა ძრავი, რომელსაც სამი ცილინდრი და მეტისმეტად მცირე მუშა მოცულობა - მხოლოდ 1.0 ლიტრი აქვს.

ახლახანს კი ინგლისურმა ჟურნალმა ”ავტოქარმა” გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”ფორდი” კონცეპტუალური ”სტარტის” წარმოებისთვის მოსამზადებლად მუშაობს. ამავე ჟურნალის ვარაუდით, ეს ავტომობილი ბაზარზე 2014 წელს უნდა გამოჩნდეს და მისი სავარაუდო ფასი 13 000 დოლარი იქნება. ”სტარტი” (ალბათ მას ეს სახელი არ დარჩება) მთელი მსოფლიოს, განსაკუთრებნით კი განვითარებადი ქვეყნების (პირველ რიგში, ჩინეთის და ინდოეთის) ბაზრებისთვის იქნება განკუთვნილი.

”ფორდს” გადაწყვეტილი აქვს, რომ ”სტარტის” სერიული ვერსია მსუბუქი მასალებით დაამზადოს. ყოველ შემთხვევაში, ეს მასალები მან კონცეპტუალური მოდელის შექმნისას გამოიყენა. კერძოდ, ძარის პანელები ფორმირების პროცესშივე შეღებილი კომპოზიტებით დაამზადეს, შასისთვის კი ალუმინის შენადნობი და მტკიცე ფოლადი გამოიყენეს.

რაც შეეხება ძრავს, ”ფორდმა” ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ აგრეგატი მაქსიმალურად ეკონომიური, კომპაქტური და ეკოლოფიურად სუფთა ყოფილიყო. ძრავს ტურბოკომპრესორი ემსახურება, საწვავის ნარევი კი პირდაპირ წვის კამერაში შეიფრქვევა, სადაც მას ნაპერწკალი აფეთქებს და არა მაღალი წნევა. ”ფორდი” გვარწმუნებს, რომ 1.0-ლიტრიან ძრავს თითქმის ისეთივე მონაცემები აქვს, როგორიც 1.4-ლიტრიანს. სამაგიეროდ, ყოველი კილომეტრის გავლისას, გარემოს 100 გრამზე ნაკლები ნახშირორჟანგით აბინძურებს.

”ფორდი” ჯერჯერობით ამ აგრეგატზე ბევრს არაფერს ამბობს, თუმცა აღიარებს, რომ მალე მის წარმოებას დაიწყებს. უფრო მეტიც, 1.0-ლიტრიან ძრავს მალე ისეთ მოდელებზე ვიხილავთ, როგორებიცაა ”ფიესტა” და ”ფოკუსიც” კი.

”ბენტლი” - პოპულარული ”კონტინენტალ GT-ს” განახლების დროა

19 ოქტომბერი

ინგლისურმა კომპანიამ, რომელიც ”აუდის” მსგავსად, ”ფოლკსვაგენის” ჯგუფში შედის, თავისი ყველაზე პოპულარული მოდელის, ”კონტინენტალ GT-ს” წარმოება 2003 წელს დაიწყო და დღემდე მას წარმატებულად ჰყიდის. მაგრამ დროს თავისი მიაქვს და კომპანიის ხელმძღვანელობამაც მისი კიდევ უფრო გაკოხტავება გადაწყვიტა.
განახლებულ ავტომობილს გარეგნობაც დაუხვეწეს და ინტერიერიც. ამასთან, მის აღჭურვილობაში 4.0-ლიტრიანი V8 ძრავიც შევა, რომელიც W12 აგრეგატს დაემატება. მთლიანობაში, ავტომობილი ”ბენტლის” უახლეს ფლაგმან ”მულსანს” დაემსგავსა. უპირველეს ყოვლისა, თვალში საცემია, რომ ”კონტის” ახალი წინა ფარები აქვს, რომელიც ”მულსანისას” მოგვაგონებს. ამასთან, წინა ფრთების წინა ნაწილი დახრილია და ”დაბერილი”, რაც მანქანის ამ ნაწილს უფრო ელეგანტურად წარმოაჩენს. რადიატორის ბადე კაპოტის გაგრძელება გახდა და მას სანომრე დაფა აბოლოებს. საერთო ჯამში, ახალი ”კონტინენტალის” წინა ნაწილი 41 მილიმეტრით, უკანა კი 48 მილიმრტით დაგრძელდა.

ახლა ძრავებსაც შევეხოთ. ”კონტინენტალ GT-ს” აქამდე მხოლოდ ერთი, 6.0-ლიტრიანი, წყვილ ტურბოკომპრესორიანი W12 ძრავი ემსახურებოდა, რომელიც 575 ცხენის ძალას და 700 ნიუტონმეტრს იძლევა. ამასთან, ამ ძრავს ეთანოლშერეულ შერეულ საწვავ E85-ზე მუშაობაც შეუძლია. რაც შეეხება ახალ აგრეგატს, ”ბენტლის” ინფორმაციით, ის W12 აგრეგატზე თითქმის 40 პროცენტით ნაკლებად აბინძურებს გარემოს. ინგლისური კომპანია ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახავს ინფორმაციას ახალი ძრავის შესახებ, თუმცა გვპირდება, რომ ის მომავალ მყიდველს არ გააწბილებს.

ძრავის მიერ გამომუშავებული მაბრუნი მომენტის ასათვისებლად, ძველი 6-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი დაიხვეწა. ტრანსმისია მომენტს ისევ ოთხივე ბორბალს აწვდის, თუმცა თუ წინა მოდელზე, ბორბლებს შორის მომენტი თანაბრად ნაწილდებოდა, ამიერიდან პროპორცია 40/60 იქნება (უკანების სასარგებლოდ). ჰო, ავტომობილის გადაადგილებას 20 ან 21-დუიმიანი ბორბლები უზრუნველყოფს.