Sunday, July 3, 2011

„ლამბორგინი“ არჩევანის წინაშე - სედანი, თუ ქროსოვერი

Lamborghini evaluating either sedan or crossover... but not both
3 ივლისი
ლამბორგინი ესტოკე
თავისი არსებობის განმავლობაში, „ლამბორგინი“ მხოლოდ ორკარიან სპორტულ სუპერ ავტომობილებს აწარმოებს. ერთი გამონაკლისი უგზოობის მონსტრი LM002 იყო, თუმცა მის სერიულ წარმოებამდე საქმე არც მისულა. სამი წლის წინ კი, პარიზის ავტო შოუზე, იტალიურმა კომპანიამ ოთხკარიანი კონცეპტუალური მოდელი (სედანი, ან ოთხკარიანი კუპე - სულერთია) „ესტოკე“ გვიჩვენა...

პროექტი „დელტაუინგი“ სწრაფად ვითარდება

Dan Gurney: Progress on DeltaWing Le Mans project already being made
3 ივლისი
ავტოსპორტის ამერიკელი ლეგენდა დენ გარნი დარწმუნებულია, რომ კონცეპცია „დელტაუინგს“ დიდი პოტენციალი აქვს და რომ ის ლე მანის მომავალი წლის 24-საათიან რბოლაში, თავის კონკურენტუნარიანობას გამოავლენს. ლე მანის რბოლის ორგანიზატორებმა „დელტაუინგისთვის“ სტარტზე 56-ე ადგილი დაუშვეს, რის გამოც, პროგრამის ავტორებმა მას სახელად „პროჯექტ 56“ უწოდეს.

„პორშეს“ ჩინეთში ბუმი აქვს

არჩევანი კი შეზღუდულია
Porsche's China boom restricts choices for buyers

3 ივლისი

განსაკუთრებული მოთხოვნა უგზოობის „კაიენზეა“, რომლის შეძენის მსურველებსაც ორწლიანი რიგის დაკავება უწევთ. თუმცა, ზოგს რიგში დგომა არ სურს და „კაიენის“ ნაცვლად „911 კარერას“, ან სხვა მოდელს ყიდულობს. ნუ გაიკვირვებთ, ბევრია ისეთი, რომელსაც უბრალოდ, „პორშეს“ ავტომობილის შეძენა სურს და თუ არ იქნება უგზოობის მოდელი, იყოს სპორტული, რა მნიშვნელობა აქვს...
„ძალიან მინდოდა „კაიენის“ შეძენა, მაგრამ შოურუმში მსგავსი ვერაფერი ვნახე. უფრო მეტიც, მითხრეს, ორი წელი ლოდინი მოგიწევსო“, - ამბობს ვინმე 32 წლის ლიუ იორონი, ვისაც ბიზნესი ქიმიურ მრეწველობაში აქვს და შოურუმში „კაიენი“ რომ არ დახვდა, იქიდან „911 კარერა“ გამოიყვანა...