Friday, July 29, 2011

„ტოიოტა“ „პრიუსის“ ჰიბრიდულ ოჯახს ჩამოაყალიბებს

Toyota Prius Coupe Coming in 2014
29 ივლისი
„ტოიოტა“ თავისი ჰიბრიდული „პრიუსის“ ბაზაზე, „მწვანე“ ავტომობილების მტელს ოჯახს შექმნის და ასე განსაჯეთ, მათთვის ცალკე სადილერო ქსელსაც კი განავითარებს. მათ შორის პირველი, შვიდადგილიანი უნივერსალი „პრიუს პლიუსი“ იქნება, რომელიც „ტოიოტას“ შოურუმებში მერმისს გამოჩნდება. სამი წლის შემდეგ კი კუპე „პრიუსის“ ჯერიც დადგება. კუპესთან ერთად, ბაზარზე ასევე სედანის ძარიანი და კომპაქტური „პრიუსიც“ გამოვა.

„ჰიუნდაი ეკუსი“ - ყველაზე მიმზიდველი ავტომობილი ამერიკაში

Most Appealing Brands and Vehicle Models for U.S. Consumers
29 ივლისი
გარდა იმისა, რომ ყოველწლიურად, ავტომობილების საიმედობის გამოკვლევას ატარებს, სააგენტო „J.D. პაუერ ენდ ესოშიეიტსი“ ასევე სხვა კვლევების ორგანიზატორიცაა, რომელთა მიზანიც, ყველაზე მიმზიდველი საავტომობილო ბრენდების და მოდელების გამოვლენაა.

„ზაუბერმა“ კობაიაში და პერესი შეინარჩუნა

Sauber confirm Kobayashi and Perez for 2012
29 ივლისი
მარცხნიდან: გუტიერესი, ზაუბერი,
პერესი, მმართველი დირექტორი
მონიშა კალტენბორნი და კობაიაში
იაპონელი კამუი კობაიაში და მექსიკელი სერხიო პერესი მომავალ სეზონშიც „ზაუბერის“ ბოლიდებით იასპარეზებენ - ასე გადაწყვიტა შვეიცარული საჯინიბოს დამაარსებელმა და მფლობელმა პეტერ ზაუბერმა.

ფორმულა 1 თურქეთზე უარს იტყვის

Turkey set to be dropped from 2012 F1 calendar
29 ივლისი
ფორმულა ერთის კომერციულ უფლებათა მფლობელი და გამგებელი ბერნი ეკლსტოუნი არ აპირებს მომავალი სეზონის კალენდარში 21 ეტაპის შეტანას და აცხადებს, რომ ძირეულად შეცვლის კალენდრის იმ ვარიანტს, რომლის კონცეპტუალური ვერსიაც, ცოიტა ხნის წინ, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) წარმოადგინა.

პარასკევი ჰამილტონისაა

Hamilton quickest in both sessions
29 ივლისი

ლუის ჰამილტონი (ფოტოზე) გერმანიაში დაწყებულ საქმეს უნგრეთშიც აგრძელებს. ყოველ შემთხვევაში, პარასკევის ორივე თავისუფალ პრაქტიკაზე, მას საუკეთესო შედეგები ჰქონდა. პირველ სესიაზე ჩემპიონატის ლიდერსა და მოქმედ ჩემპიონ სებასტიან ფეტელს აჯობა, მეორედ კი - ფერნანდო ალონსოს.

ბეემვე i - ახალი ისტორიის დასაწყისი

BMW i3 and i8 revealed
29 ივლისი

ამ მარკის ბევრი მოყვარული ალბათ ასეთ ავტომობილებს ალმაცერად შეხედავს, მაგრამ ფაქტია - „ბეემვე“ მსოფლიო ავტოინდუსტრიის ავანგარდში რჩება და ამის დასტურად, ფრანკფურტში, საზოგადოებას თავის ახალ სუბ-ბრენდ i-ს ორი უახლესი ავტომობილი - ელექტრული i3 და ჰიბრიდული i8 უჩვენა.
ჯერჯერობით, ეს ორი ავტომობილი მხოლოდ კონცეპტუალურ დონეზე არსებობს, თუმცა შორს არც ის დროა, როდესდაც ისინი ბავარიული კომპანიის შოურუმებში გამოჩნდებიან და სკეპტიკოსებსაც კი იოლად მოხიბლავენ.