Tuesday, September 13, 2011

”იო-ავტო კონცეპტ” - რუსების იმედი-უტოპია (ვიდეო)

ათწლეულების განმავლობაში, რუსული ავტოინდუსტრია ვამპირული ცხოვრებით ცხოვრობდა - საკუთარ ბაზარზე, სხვისგან ნაყიდი ტექნოლოგიებით წარმოებულ, ძალიან დაძველებულ, ერთსადაიმავე უხარისხო ავტომობილებს ჰყიდდა და ჰყიდის კიდეც. ინოვაციები ან თაროზე რჩებოდა, ან სხვადასხვა მიზეზთა გამო მწნილდებოდა…

F-125! კონცეპტი - ”მერსედესის” წყალბადის ბომბი (ვიდეო)

არ შეშინდეთ, სამქიმიანები ბირთვულ ომს არ იწყებენ. მათი მიზანი გაცილებით ადამიანურია - ისინი ეკოლოგიაზე ზრუნავენ და ენერგიის ეფექტური ალტერნატიული წყაროს ძიებაში, სწორედ წყალბადს მიადგნენ, ნივთიერებას, რომელსაც ფეთქებადსაშიშობის გამო, ბევრი არ ენდობა. თუმცა შტუტგარტელები ამან ვერ შეაშინა და მათ ავტოინდუსტრიას მორიგი შედევრი მოუმზადეს.

მერსედეს ბენც F 125! - პირველი ვიდეო


”მაზერატი” უგზოობაზე ”კუბანგით” გამოდის

სხვადასხვა მიზეზის გამო, უგზოობის თანამედროვე ავტომობილებს თავიანთი პატრონებისთვის უბადლო მართვადობით და კომფორტით განებივრება არ შეუძლიათ. ამ აზრს იზიარებენ ”მაზერატიშიც”, თუმცა შესაძლოა, მალე სტანდარტები შეიცვალოს და პირველ რიგში, ეს სწორედ ამ იტალიური კომპანიის დამსახურება იქნება.

XV - ”სუბარუს” პირველი კომპაქტური ქროსოვერი

ეს ავტომობილი არ არის ”აუტბეკის” სპორტული ვერსია. მართალია, თავისი ზომებით ის სწორედ ”იმპრეზაზე” ბაზირებული ”აუტბეკის” შემცვლელის წოდებას იმსახურებს, მაგრამ იაპონური კომპანია უარზეა და აცხადებს, რომ უგზოობის ამ ავტომობილით, ის ”პირველად შეაბიჯებს კომპაქტური ქროსოვერების კლასში”.

გალამაზებული ”ჰონდა ინსაითი”

ეს ავტომობილი ბაზარზე სამი წლის წინ გამოჩნდა და თავიდან თითქოს, კონკურენციასაც კი უწევდა ჰიბრიდული სეგმენტის ლიდერ ”ტოიოტა პრიუსს”, მაგრამ შემდეგ მასზე აჟიოტაჟური მოთხოვნა მინელდა და იაპონურ კომპანიაში მიხვდნენ, რომ ბევრი რამ შესაცვლელი იყო. და აი, ფრანკფურტში ”ინსაითის” განახლებული ვერსიაც გამოჩნდა.

”ფოლკსვაგენ ნილს” - 21-ე საუკუნის სახალხო ელექტრომობილი?


ამ ავტომობილით ”ფოლკსვაგენი” ავტოინდუსტრიაში მორიგ რევოლუციას ამზადებს. ოღონდ, ეს არა ტექნოლოგიური, არამედ კომერციული რევოლუცია იქნება. ლაპარაკია იმაზე, რომ ავტომობილს, რომელიც ვოლფსბურგელებმა ფრანკფურტის შოუზე წარადგინეს, საქალაქო ტრანსპორტის ბიზნესში ნამდვილი გადატრიალების პოტენციალი აქვს.

ახალი ”დეფენდერი” მოდის

”ლენდ როვერმა” რომ ძველი ”მცველის” წარმოება შეწყვიტა, ამით ბევრს დასწყვიტა გული. თუმცა, იმთავითვე აშკარა იყო, რომ ინგლისური კომპანია თავის ყველაზე პოპულარულ ავტომობილს ისტორიას არ დაუტოვებდა. და აი, ფრანკფურტში ცნობილი გახდა, რომ ახალი ”დეფენდერი” ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდება.

სარბოლი ”გალიარდოს” სამოქალაქო ვერსია

”ავენტადრის” შემდეგ, ”ლამბორგინის” წესით უფრო პატარა ”გალიარდოც” უნდა შეეცვალა და ფრანკფურტში ამ ავტომობილსაც ველოდით. მითუმეტეს, იტალიურმა კომპანიამ ერთი თვის წინ გაავრცელა ტიზერი, რომელზეც ეწერა - აღმოაჩინეთ ”ლამბორგინი”. თუმცა, ფრანკფურტში ამ მხრივაც, ამ კომპანიის სტენდზე აღმოსაჩენი არაფერია. სამაგიეროდ, იქ ”გალიარდოს” ვერსია ”LP570-4 ბლანკპეინ ედიშნის” (რომელიც შარშან, პარიზში გვიჩვენეს) შემსუბუქებული ვარიანტი - ”გალიარდო სუპერ ტროფეო სტრადალე” დგას.

”ლამბო” ”სესტო ელემენტოს” გამოუშვებს

ფრანკფურტში იტალიური კომპანიისგან ყველა ელოდა, რომ სედანის, ან უგზოობის ავტომობილის წარმოების გადაწყვეტილებას ოფიციალურად გამოაცხადებდა. მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა, სანტ’აგატა ბოლონეზელთა შეფმა შტეფან ვინკელმანმა კი გამოაცხადა, რომ მისი კომპანია პარიზში შარშან ნაჩვენები კონცეპტუალური ”სესტო ელემენტოს” წარმოებას დაიწყებს. ამასთან, ამ სუპერ ავტომობილს ძალიან შეზღუდული რაოდენობით (რევენტონივით, ალბათ მაქსიმუმ 20-ს) გამოუშვებენ. რა ეღირება, ეს ჯერ არ გამოცხადებულა. მაგრამ ამ მონსტრის მყიდველს რომ ძალიან სქელი ჯიბე უნდა ჰქონდეს, ეს ეჭვსაც არ იწვევს...

”კიას” პირველი უკანაამძრავიანი

ფრანკფურტში კორეული კომპანიისთვის ახალი ეპოქა დაიწყო - კონცეპტუალური GT ”კიას” ისტორიაში პირველი უკანაამძრავიანი ავტომობილია და იმავდროულად, კომპანიის მთავარმა დიზაინერმა პეტერ შრაიერმა, ამ მანქანით, ”კიას” ახალი კორპორატიული სტილის შემუშავება დაიწყო.

ფრანკფურტის მოტორ შოუ 2011


Frankfurt Motor Show
13 სექტემბერი






13 სექტემბერს ფრანკფურტში სტარტი აიღო 64-ე საერთაშორისო საავტმობილო შოუმ, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და პარიზის ავტო შოუს ენაცვლება ხოლმე. ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საავტომობილო გამოფენა მსოფლიოში.