Sunday, October 16, 2011

იშოვნეთ ფული აშშ-დან ავტომობილების იმპორტით!

16 ოქტომბერი
ამ მეტად მიმზიდველი დევიზით, მეორე ხელის ავტომობილებით მოვაჭრე ქართულმა კომპანია ”IAA მოტორსმა” და ამერიკულმა კომპანია ”ინშურენს ავტო ოქშენზმა”, რომელიც ასევე ნახმარი ავტომობილებით ვაჭრობს, რუსთავის ავტობაზრობაზე მიგვიწვიეს, რათა მათ შორის თანამშრომლობის დაწყების შესახებ ემცნოთ. პრეზენტაციას, რომელიც ამერიკელი და ქართველი პარტნიორების მიერ რუსთავის ავტობაზრობაზე ოფისის გახსნასაც მიეძღვნა, მედიის გარდა, ბაზრობაზე მომუშავე დილერები და კერძო პირებიც დაესწრნენ.

ძველი და ახალი ”ლანჩა სტრატოსის” ხმები (ვიდეო)

”ლანჩა სტრატოსი” ავტოსპორტის და ავტოსამყაროს ლეგენდაა. სარბოლი ავტომობილის ხმა კი ავტოსპორტის მოყვარულის ყურსაც იზიდავს და გონებასაც. და თუ თქვენც ასეთთა შორის ხართ, მაშ უყურეთ ამ ორ ვიდეოს, რომლებზეც ძველ და ახალ ”ლანჩა სტრატოსს” ნახავთ და მათ ძრავებსაც მოუსმენთ და ისიამოვნეთ...

”ჰონდას” ახალი NSX შეიძლება მალე ტოკიოს მოტორ შოუზე ვიხილოთ

New Honda NSX Could be Unveiled as Early as the 2011 Tokyo Motor Show
16 ოქტომბერი
უკვე რამდენიმე წელია, საავტომობილო სამყარო ”ჰონდასგან” მოუთმენლად ელის კუპე NSX-ის შემცვლელს და როგორც ჩანს, ეს მოლოდინი დასასრულს მიუახლოვდა - თუ ადრე ახალი NSX-ის შესახებ მხოლოდ დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდებოდა, ახლა თავად ”ჰონდას” კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მიბე ტოშიჰირომ ბრიტანულ ჟურნალ ”აუტოქართან” საუბრისას დაადასტურა, რომ მისი კომპანია ახალი სპორტული ავტომობილის შექმნაზე უკვე დიდი ხანია, მუშაობს.

მონსტრი უწყინარი პატარას ბაზაზე

განახლებული ვერსია (ახალი ფოტოებით)
16 ოქტომბერი
არცთუ შორეულ წარსულში, 300 ცხენის ძალა ძრავის სიმძლავრის ის ზღვარი იყო, რომელსაც სუპერ ავტომობილები თუ აღწევდნენ. 1989 წელს, ”ბეემვემ” 300-ცხენისძალიანი V12-ით აღჭურვილი 850i გამოუშვა და ყველა აღტაცებული დატოვა. იმავე წელს, ”ფერარიმ” 348-ს წარმოება დაიწყო, რომლის V8 ასევე 300 ცხენის ძალას იძლეოდა. ”ფორდ მუსტანგის” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვერსია GT კი 2009 წლამდე 300-ცხენისძალიანი V8 აგრეგატით იყო აღჭურვილი.

ფეტელმა მოიგო, ”რედ ბული” ჩემპიონია

Vettel wins in Korea, Red Bull champions
16 ოქტომბერი
პოულ პოზიცია კი წააგო, მაგრამ მსოფლიოს აწ უკვე ორგზის ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა, კორეის დიდი პრიზი მაინც მოიგო და ამ გამარჯვებით, თავის გუნდსაც გაუნაღდა ზედიზედ მეორე ტიტული.