Monday, December 12, 2011

რომენ გროჟანი „ლოტუს რენოში“

Romain Grosjean joins Kimi Raikkonen at Lotus Renault for 2012
12 დეკემბერი
„ლოტუს რენომ“ მეორე პილოტის ვინაობაც გაგვაცნო. მომავალ სეზონში კიმი რაიკონენის თანაგუნდელი ფრანგული წარმოშობის შვეიცარიელი რომენ გროჟანი იქნება, რომელიც გასულ სეზონში, ამავე გუნდის (რომელიც რენოს სახელით გამოდიოდა) სარეზერვო პილოტი იყო. გუნდში გროჟანი რუს ვიტალი პეტროვს შეცვლის. იმავდროულად, „ლოტუს რენომ“ გამოაცხადა, რომ კონტრაქტი გააგრძელა თავის მთავარ სპონსორთან – ნავთობკომპანია „ტოტალთან“.

კუბიცა „ფერარის“ ბოლიდს გამოსცდის

Kubica to test 2010 Ferrari next Spring
12 დეკემბერი
პოლონელი მრბოლო რობერტ კუბიცა, რომელმაც გასული სეზონი მძიმე ტრავმის გამო გამოტოვა, ვერც მომავალ სეზონში შეძლებს ფორმულა ერთში დაბრუნებას. სამაგიეროდ, ახლახანს ცნობილი გახდა, რომ გაზაფხულზე მას „ფერარის“ ძველი ბოლიდის ტესტირების საშუალება მიეცემა.

პირველი რბოლები რუსთავის ახალ ავტოდრომზე

11 დეკემბერი
რუსთავის ახალმა ავტოდრომმა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებითაა აგებული და ჯერ ბოლომდე დასრულებულიც არაა, პირველ რბოლებს 10–11 დეკემბერს უმასპინძლა. მათში კი, ქართველების გარდა, რუსეთიდან მოწვეული მრბოლებიც მონაწილეობდნენ.

ახალი მარხილი სანტა კლაუსისთვის