Friday, April 6, 2012

„სუბარუ XV ქროსტრეკი“ - პრემიერა ნიუ იორკში

2013 Subaru XV Crosstrek Debuts in New York, Goes on Sale this Fall
6 აპრილი
ეს ავტომობილი „სუბარუს“ ევროპელი დილერების შოურუმებში უკვე გამოჩნდა, ამერიკაში კი მისი დებიუტი ახლახანს, ნიუ იორკის ავტო შოუზე შედგა. ამერიკის ბაზარზე „სუბარუ XV ქროსტრეკის“ გაყიდვები მოგვიანებით დაიწყება. მყიდველს მას აღჭურვის ორი დონით შესთავაზებენ. ამასთან, ორივე შემთხვევაში, ავტომობილი 2.0-ლიტრიანი ჰორიზონტალურად ოპოზიტური ძრავით და სრულამძრავიანი ტრანსმისიით აღიჭურვება.
„XV ქროსტრეკი“ ბოლო თაობის „იმპრეზას“ პლატფორმაზეა ბაზირებული. ოღონდ, მას საკიდარი გადაუკეთეს - უგზოობის მანქანას უფრო მაღალი კლირენსი სჭირდებოდა. მოდერნიზების შემდეგ, ეს მაჩვენებელი 210 მილიმეტრამდე გაიზარდა. უგზოობის ავტომობილისთვის შესაფერისი ფორმები მიიღო წინა და უკანა ბამპერებმა. ავტომობილი 17-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც ყველა სეზონის 225/55 R17 საბურავებითაა შემოსილი. „იმპრეზასთან“ შედარებით, მუხრუჭებიც უფრო ეფექტურია.
ძრავი მხოლოდ ერთია - 2.0-ლიტრიანი ოპოზიტი, რომელიც 148 ცხენის ძალას იძლევა. მასთან შეწყვილებულია სრულამძრავიანი ტრანსმისია. კოლოფი 5-საფეხურიანია და მექანიკური. თუმცა, მსურველს შეუძლია ის უსაფეხურო ვარიატორით შეცვალოს. იაპონური კომპანიის მონაცემებით, ქალაქში 100 კილომეტრის გასავლელად „XV ქროსტრეკს“ 9.5 ლიტრი ბენზინი სჭირდება, ქალაქგარეთ ხარჯი 7.1 ლიტრამდე მცირდება, შერეული ციკლით მოძრაობისას კი 8.4 ლიტრია.

No comments:

Post a Comment