Monday, November 19, 2012

თურქეთის ამბიცია - გახდეს მსოფლიოს მეათე ეკონომიკა


Turkey Wants to Become World’s 10th Economy through Automotive Production
19 ნოემბერი
ამაში ჩვენს მეზობელ ქვეყანას, ავტოინდუსტრია უნდა დაეხმაროს. და ეს სულაც არაა გასაკვირი, რადგან ამჟამად ქვეყნის ეკონომიკა მეტწილად სწორედ საავტომობილო და მისი თანმდევი დარგების წარმოების განვითარების ხარჯზე ჰყვავის. ამასთან, ქვეყანა არაა ჩათრეული ევროპის ახლანდელ ფინანსურ კრიზისში.

მართალია, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თურქეთში საავტომობილო ბაზარი წელს დაახლოებით 10 პროცენტით შემცირდება, თუმცა ეს ადგილობრივ ავტოწარმოებაზე ნაკლებად აისახება, რადგან პროდუქციის დიდი ნაწილი ექსპორტზე გადის და შედარებით დაბალი თვითღირებულების გამო, უცხოურ ბაზრებზე კონკურენტუნარიანია.
თურქეთის მთავრობა მომდვნ ათწლეულზე ოპტიმისტურ გათვლებს აკეთებს და ვარაუდობს, რომ ქვეყანას შეუძლია, უდიდესი ეკონომიკების მქონე ქვეყნების მოწინავე ათეულში შევიდეს. 2023 წელს თურქეთს რესპუბლიკად ჩამოყალიბების 100 წელი შეუსრულდება და მთავრობას სურს, რომ ათეულში შესვლა სწორედ ამ საიუბილეო თარიღს დაამთხვიოს.
ბოლო ათ წელიწადში, თურქულ ავტოინდუსტრიაში 13 კომპანია ჩაერთო, რომლებმაც ახალი ქარხნები ააშენეს. მათ შორის არიან „ფიატი“, „რენო“, „ფორდი“, „ჰიუნდაი“, „ტოიოტა“ და „ჰონდა“. ამ კომპანიებს, თურქეთში წარმოებული ავტომობილები არამხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვის სჭირდებათ, არამედ ექსპორტზეც გააქვთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში.
სწორედ საავტომობილო ინდუსტრიაა ის ძირითადი ლოკომოტივი, რომლის დახმარებითაც თურქეთი მსოფლიოს მეათე უდიდეს ეკონომიკად ჩამოყალიბებას აპირებს. საავტომობილო ინდუსტრია კი მრავალი თანმდევი ინდუსტრიის განვიტარებას იწვევს.
ცნობისათვის, შარშან თურქეთმა 1.2 მილიონი ავტომობილი აწარმოა, რამაც დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის მოგება მოუტანა. მაგრამ თუ ათ წელიწადში ქვეყანას ასეთი ამბიციური მიზნის მიღწევა სურს, წლიური წარმოება 4 მილიონამდე უნდა გაზარდოს. და ამ შემთხვევაში ხეირი 80 მილიარდს მიაღწევს...

No comments:

Post a Comment