Sunday, November 18, 2012

„აუდი კვატრო კუპე“ – დამოუკიდებელი დიზაინერის თვალით


A Fresh Design Take on the Audi Quattro Coupe
18 ნოემბერი
„აუდიმ“ რომ ორი წლის წინ, პარიზის მოტორ შოუზე კონცეპტუალური „კვატრო“ წარადგინა, ამ ლეგენდარული სახელის ბევრი ფანი გაახარა - ეს იმის ნიშანი იყო, რომ ინგოლშტადტელები ამ სახელით ავტომობილის გამოშვებას აპირებდნენ. მითუმეტეს, კომპანიის წარმომადგენლებმა ეს დაადასტურეს კიდეც.

მაგრამ ევროპაში ახლა ფინანსური კრიზის მძვინვარებს. უფრო მეტიც, ბზარი გერმანიის ეკონომიკის მდგრადობასაც კი გაუჩნდა... ბუნებრივია, ასეთ სიტუაციაში, ახალი, ნიშური პროდუქტის გამოშვება სოლიდურ რისკებთანაა დაკავშირებული და „აუდმაც“ გადაწყვიტა, დროებით გადადოს „კვატროსთან“ დაკავშირებული გეგმა.
მაგრამ პარიზული გამოფენის დებიუტანტისგან მიღებული შთაგონება, ბევრ დიზაინერს მაინც აძლევს იმის იმპულსს, რომ მათ „კვატროს“ საკუთარი ინტერპრეტაციები შეიმუშაონ. ზოგი მათგანი კი მართლაც გამორჩეულია. მაგალითად ეს, სახელად „Ur-კვატრო“, რომელიც მეტსახელ ერიკით ცნობილ რუს დიზაინერს ეკუთვნის.
მან შეიმუშავა 21-ე საუკუნის „კვატროს“ საკუთარი ხედვა და ის ესკიზებში გადაიტანა. კონცეპციის განმარტებაში კი მიუთითა, რომ ამ ნახატებზე მუშაობისას, შთაგონება 1980-იანი წლების ლეგენდარული „კვატროსგან“ მიიღო. გარდა ამისა, მანვე მეორე კონცეპტუალური ავტომობილიც შეიმუშავა, რომელსაც „აუდი კუპე“ უწოდა. მისი თქმით, ეს უკანასკნელი „Ur-კვატროზეა“ ბაზირებული და ნაკლებად ექსტრემალურია.

No comments:

Post a Comment