Sunday, November 11, 2012

„ფორდ C-მაქს ჰაიბრიდი“ გაყიდვებით „ტოიოტა პრიუს V-ს“ ჯობნის

Ford Brags About the C-MAX Hybrid Outselling the Toyota Prius v
11 ნოემბერი

დღეისათვის, ჰიბრიდული ავტომობილების ბაზარზე ლიდერი „ტოიოტა“ და მისი „პრიუსია“. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ყველა კონკურენტი, რომელიც ჰიბრიდების სეგმენტს დიდ იმედებს უკავშირებს, სწორედ „პრიუსს“ და მის დერივატივებს ედრება. მათ შორისაა „ფორდიც“, რომელმაც ახლახანს, ბაზარზე ერთდროულად რამდენიმე „მწვანე“ ავტომობილი გამოუშვა.

მათ შორისაა „C-მაქს ჰაიბრიდი“, რომლის გაყიდვების დაწყებიდან, ჯერ ორი თვე არაა გასული და ის უკვე სჯობნის „ტოიოტას“ ჰიბრიდულ მინივენ „პრიუს V-ს“. კერძოდ, ოქტომბერში 3182 ცალი ჰიბრიდული „C-მაქსია“ გაყიდული, როცა „ტოიოტამ“ მხოლოდ 2769 ცალი „პრიუს V-ს“ რეალიზება შესძლო.
ცისფერი ოვალის განცხადებით, ჰიბრიდული „C-მაქსის“ მყიდველთა დაახლოებით 70 პროცენტი „ფორდისთვის“ ახალი კლიენტია. უფრო მეტიც, მათი უმეტესობა ტრეიდ-ინ სისტემას იყენებს და სანაცვლოდ დილერებთან კარგ მდგომარეობაში მყოფ ავტომობილს ტოვებს. დაკიდევ, „C-მაქს ჰაიბრიდის“ მყიდველთა თითქმის მესამედს უთქვამს, რომ „ტოიოტა პრიუსის“, ან „პრიუს V-ს“ შეძენას აპირებდნენ.
„ახალი„C-მაქს ჰაიბრიდი“ სწრაფადაც იყიდება და არანაკლებ საინტერესოა ისიც, რომ ის მარტო „პრიუს V-ზე“ უკეთ კი არ იყიდება, არამედ „ტოიოტა“ ჰიბრიდული ავტომობილების ბევრი პოტენციური მყიდველიც კი მოიზიდა ჩვენთან“, - ამბობს „ფორდის“ ელექტრული ავტომობილების შტოს მენეჯერი სიჯეი ო‘დონელი.
„ფორდი“ ასევე დასძენს, რომ „C-მაქს ჰაიბრიდის“ გაყიდვების დაახლოებით ნახევარი, კალიფორნიაზე მოდის. შტატში კი ლიდრი ლოს ანჯელესია, რომელსაც სან ფრანცისკო მოსდევს.

No comments:

Post a Comment