Sunday, November 18, 2012

„მაკლარენი“ MP4-12C-ს სარბოლ ვერსია „GT კან-ამს“ გამოუშვებს

McLaren Unleashes Limited Run 630HP MP4-12C Can-Am GT Priced at £375,000
18 ნოემბერი


აშშ-ის დიდი პრიზის წინ, „მაკლარენმა“ გამოცხადა, რომ „კან-ამ კონცეპტს“, რომელიც პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე წარადგინა, შეზღუდული რაოდენობით გამოუშვებს. ეს ავტომობილი GT3 კლასის შესაბამისად მომზადებული სარბოლი MP4-12C-ს ბაზაზეა შექმნილი და ის უოკინგური კომპანიის სარბოლმა დივიზიონმა GT-მ შეიმუშავა.


„მაკლარენის“ განცხადებით, ამ ავტომობილით, კომპანია პატივს მიაგებს ფორმულა ერთის ორი ახალზელანდიელი პილოტს - „მაკლარენის“ დამაარსებელ ბრიუს მაკლარენისა და დენი ჰალმის (ფ1-ის 1967 წლის ჩემპიონი) ხსოვნას ეძღვნება, რომლებიც „მაკლარენის“ ავტომობილებით, კან-ამის სერიაში წარმატებით ასპარეზობდნენ.


სარბოლი ვერსიის მსგავსად, „GT კან-ამიც“ აგრესიული აეროდინამიკური პაკეტითაა აღჭურვილი, რაც ავტომობილის გზასთან ჩაჭიდებას 30 პროცენტით აუმჯობესებს. მასში შედის წინა სპოილერი და უკანა ზორბა ანტი ფრთა, ასევე დიფუზორი. ძრავის კაპოტში სასუნთქი „ლაყუჩებია“ ამოჭრილი, საიდანაც გახურებული ჰაერი გამოიდევნება. მსგავსი ლაყუჩები წინა ბორბლების თაღებში და ფსევდო კაპოტზეც გამოჩნდა. ავტომობილი შავად შეღებილ ალუმინის ბოებლებზე დგას, რომლებიც „პირელის“ რეზინითაა შემოსილი.


სალონშიც ყველაფერი სარბოლ ყაიდაზეა. იქ დაგხვდებათ სარბოლი სავარძლები, ექვსწერტილოვანი ღვედებით, FIA-ს სტანდარტის შესაბამისი უსაფრთხოების კარკასი. მართალია, ავტომობილი სატრეკოა, მაგრამ მასში მაინც ჩააყენეს ჰაერის კონდიცირების სისტემა. დეტალების უმეტესობა და მაჩვენებლების დაფა, კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული.


ძრავი იგივეა - 3.8-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8, რომელიც ბაზაშია ჩადგმული. შეიცვალა მისი მართვის ელექტრონული პროგრამა და გაგრილების სისტემა, რის შემდეგაც, სიმძლავრემ 630 ცხენის ძალას მიაღწია. ამგვარად, „GT კან-ამ“ MP4-12C-ს ყველაზე მძლავრი ვერსიაა. სამწუხაროდ, ეს ავტომობილი საერთო სარგებლობის გზებისთვის ჰომოლოგირებული არაა და ამიტომ, მისი მყიდველები მისი მართვით მხოლოდ სარბოლ ტრეკზე (ოღონდ, არა რბოლებში), სატრეკო დღეების დროს მიიღებენ სიამოვნებას.


„ის კონცეპტუალური ავტომობილი, რომელიც პებლ ბიჩში ჩავიტანეთ, მხოლოდ ექსპერიმენტული იყო. მაგრამ იქ ისეთი გამოხმაურებები მივიღეთ და საზოგადოებამ ისეთი ინტერესი გამოხატა, რომ არ შეგვეძლო, მათი სურვილი უყურადღებოდ დაგვეტოვებინა“, - განაცხადა „მაკლარენ GT-ს“ მმართველმა დირექტორმა ენდრიუ კირკალდიმ.


„მაკლარენმა“ გამოაცხადა, რომ მხოლოდ 30 ცალ „MP4-12C GT კან-ამს“ გამოუშვებს, თითოეულის ფასი კი 375 000 გირვანქა სტერლინგი (595 600 აშშ დოლარი, ან 467 500 ევრო - ახლანდელი კურსით) ეღირება.

No comments:

Post a Comment