Friday, February 17, 2012

„ცისიტალია 202-ის“ „IED ტურინისეული“ ინტერპრეტაცია

IED Turin to Revive Cisitalia 202 Coupe with a New Concept Model in Geneva
17 თებერვალი
„ცისიტალია 202“ 1947 წელს შეიქმნა და მიჩნეულია, რომ სწორედ მისი ფორმების შთაგონებით შეიქმნა ბევრი შესანიშნავი სპორტული ავტომობილი. ამიტომ, ეს საავტომობილო ინდუსტრიის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტომობილია. მისი ავტორი ბატისტა „პინინ“ ფარინაა, რომელიც 1951 წელს, ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, სწორედ ამ ქმნილებისთვის დააჯილდოვეს.

„კრაისლერ რევიუ“ - სტუდენტის კონცეპტუალური ხედვა

Chrysler Review is a Concept Study for a Plush GT Coupe
17 თებერვალი
ლოურენსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტმა კოლინ ბონეთანმა სახელი ახლახანს, მას შემდეგ გაითქვა, რაც „ფორდმა“ მისი ნამუშევარი - 1:4 მასშტაბში შესრულებული კონცეპტუალური „ლინკოლნ კონტინენტალი“ დეტროიტის მოტორ შოუზე გამოფინა. ეს პროექტი ბონეთანმა მომავლის „ლინკოლნის“ თემას ეხებოდა და მას ამერიკული კომპანია კურირებდა. მის ხელმძღვანელობას კი სტუდენტის თვალით დანახული მანქანა ისე მოეწონა, რომ მისი მაკეტი დაამზადებინა და დიდ ავტო რანდევუზე გაიტანა.

„ფერარი“ 920-ცხენისძალიან ჰიბრიდულ სუპერავტომობილს ამზადებს

Sneak Preview: Ferrari
17 თებერვალი
უკვე ორი წელია, საავტომობილო სამყარო „ფერარისგან“ სუპერავტომობილ „ენცოს“ შემცვლელს ელის. ინტერნეტით არაერთი მსტოვრული ფოტო გავრცელდა, რომლებზეც ტესტირების პროცესში მყოფი შენიღბული ავტომობილია დაფიქსირებული. და ეს ავტომობილები, თავისი პროპორციებით, სწორედ „ენცოს“ შემცვლელისა უნდა იყოს.

"მერსედეს W03" პირველად გამოჩნდა (ვიდეო)

მართალია, "მერსედეს GP-ს" თავის ახალ ბოლიდ W03-ის ოფიციალური პრეზენტაცია 21 თებერვალს აქვს დანიშნული, მაგრამ გუნდმა ეს მანქანა პირველად ტრასაზე დღეს, სილვერსტოუნზე გამოაგელვა და სადაც გამოცემა "ავტოსპორტის" ფოტორეპორტიორმა არაოფიციალური ვიზიტისას დააფიქსირა.