Friday, March 2, 2012

„ლოტუსი“ აღარ ხუმრობს - გროჟანი ისევ უსწრაფესია

Romain Grosjean fastest again on second day of F1 testing at Barcelona
2 მარტი
ფრანგი რომენ გროჟანი გახდა გახდა პირველი მრბოლი, ვინც სეზონისწინა ტესტებისას, ორ სხვადასხვა დღეს, საუკეთესო შედეგი აჩვენა. ბარსელონაში წინასასეზონო ტესტების ბოლო კვირეულის პირველ ორ დღეს, გროჟანი და მისი „ლოტუსი“ ყველაზე სწრაფები არიან. თანაც, ორივე შემთხვევაში, ფრანგმა მრბოლმა უსწრაფესი დრო საღამოს სესიაზე დააფიქსირა.

სერ ფრენკ უილიამსი „უილიამსის“ დირექტორთა საბჭოს ტოვებს

Frank Williams steps down from Williams board
2 მარტი
ბრიტანულ სარბოლ გუნდ „უილიამსის“ დამაარსებელი და თანამფლობელი, სერ ფრენკ უილიამსი თავისი გუნდის დირექტორთა საბჭოს ტოვებს, სადაც მის ადგილს მისივე შვილი კლერ უილიამსი დაიკავებს. ამის მიუხედავად, უილიამსი საჯინიბოს მფლობელად და უფროს მმართველად დარჩება.

„ჰიუნდაი i-ონიკ“ - ახალი სტილი და ტექნოლოგიები

Hyundai Shares Mores Details on its Geneva Motor Show i-oniq Concept Car
1 მარტი
ჟენევის მოტორ შოუზე, „ჰიუნდაი“ კონცეპტუალურ მოდელ „i-ონიკს“ წარადგენს, რომელიც კორეული კომპანიის დიზაინის განვითარების მიმართულებას დაგვანახებს, რომელიც ახლანდელი კორპორატიული სტილის, „თხიერი სკულპტურის“ გაგრძელება იქნება. გამოქვეყნებულ პრეს რელიზში ასევე ნათქვამია, რომ ამავე ავტომობილზე, ასევე რამდენიმე ახალი ტექნოლოგიაა გამოყენებული.