Tuesday, March 6, 2012

კონცეპტუალური „ბრივიდო“ - ჯუჯაროს მომავლის ხედვა

With a Little Help from VW, Italdesign Giugiaro Looks Into the Future with the Brivido Concept
6 მარტი
უკვე თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ფოლკსვაგენმა“ „იტალდიზაინ ჯუჯაროს“ აქციების 90.1 პროცენტი გამოისყიდა. ამის აღსანიშნავად, შარშან იტალიურმა სტუდიამ „ფოლკსვაგენის“ ემბლემით, ჟენევაში ორი კონცეპტუალური ავტომობილი გამოფინა. მართალია, ამჯერად მის ერთადერთ კონცეპციას, სახელად „ბრივიდოს“, ვოლფსბურგული გიგანტის ემბლემა არ ამშვენებს, მაგრამ ბევრი რამ, მათ შორის ჰიბრიდული სისტემა, სწორედ გერმანული კომპანიისა გამოიყენა.

„ისპანიაც“ მზადაა

The HRT F112 covers its first kilometres at Montmelo
6 მარტი
წინასასეზონო ტესტები დასრულდა და პელოტონის აუტსაიდერმა „ისპანიამ“ თავისი ახალი სარბოლი ავტომობილი ახლაღა გაგვაცნო. პირველად ის მონტმელოს ტრეკზე გაიყვანა, სადაც ინდოელმა ნარაინ კართიკეიანმა რამდენიმე წრე შეასრულა. რაც შეეხება მის ესპანელ თანაგუნდელ პედრო დე ლა როსას, მას არ უვარჯიშია. სამაგიეროდ, ახლახანს მრბოლთა ასოციაციის თავმჯდმარე გახდა.

პირველი უგზოობის „ბენტლი“ (ვიდეო)

First-Ever Bentley SUV Rolls into the 2012 Geneva Motor Show
6 მარტი
თავის დროზე, უოლტერ ოუენ ბენტლის უთქვამს, ყოველი ავტომობილი, რომელსაც მისი სახელის მქონე კომპანია გამოუშვებს, უნდა იყოს „კარგი მანქანა, სწრაფი მანქანა და საუკეთესო თავის კლასში“. 1919 წელს, „ბენტლიმ“ კონცეპტუალური ავტომობილი EXP (ექსპერიმენტულის შემოკლებული აღნიშვნაა) გამოუშვა. ამ ავტომობილში ნოვატორული სულისკვეთება იყო ჩაქსოვილი, რომელიც კომპანიამ დღემდე შეინარჩუნა.

„ოპელ ამპერა/შევროლე ვოლტი“ - ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილი

Ampera and Volt voted “Car of the Year 2012”
5 მარტი
 ევროპის 2012 წლის საუკეთესო ავტომობილად, პლაგ-ინ ჰიბრიდული „შევროლე ვოლტი“ და მისი ევროპელი ანალოგი „ოპელ/ვოქსოლ ამპერა“ გამოცხადდა. ევროპის 23 ქვეყნის 159-მა საავტომობილო ჟურნალისტმა, „ოპელ ამპერა/შევროლე ვოლტს“ ჯამში 330 ქულა მიაკუთვნა. გამარჯვებულს ბევრით ჩამორჩა „ფოლკსვაგენის“ ჯუჯა Up (281 ქულა) და „ფორდ ფოკუსი“ (256).

„ლამბორგინი ავენტადორ J“ – გადაიხადეთ 2.1 მილიონი ევრო და ის თქვენია

Lamborghini's €2.1 Million Aventador J Speedster in the Flesh and on Film
6 მარტი
ჟენევური მოტორ შოუს ეს სუპერ ვარსკვლავი, დარბაზში თვითონ „ლამბორგინის“ მთავარმა აღმასრულებელმა შტეფან ვინკელმანმა შემოიყვანა. მანქანიდან გადმოსულმა კი საზოგადოებას „ახარა“ რომ მისი კომპანია „ავენტადორ J-ს“ მხოლოდ ერთ ცალს დაამზადებს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მართალია, „ლამბორგინის“ სამოდელო გამაში ჯერაც მხოლოდ ორი ავტომობილი - „ავენტადორი“ და „გალიარდო“ შედის, მაგრამ დროდადრო, სანტ’აგატა ბოლონეზელები სპეციალურ, ექსკლუზიურ ავტომობილებს (რევენტონი და სესტო ელემენტო) სთავაზობენ მყიდველს და ესპრაქტიკა კვლავაც გაგრძელდება.

როს ბრაუნი ოპტიმისტურადაა განწყობილი

Ross Brawn sure Mercedes is ready to take a significant step forward this season
5 მარტი
„მერსედეს GP-ს“ შეფ როს ბრაუნს სჯერა, რომ მისი გუნდ ახალი სეზონისთვის კარგადაა მომზადებული, რაც სამქიმიანებს წინ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას მისცემს. მართალია, გუნდმა ხერესის ტესტები გამოტოვა, მაგრამ ბარსელონაში კონკურენტუნარიანად გამოიყურებოდა, რამაც ბრაუნის ოპტიმიზმი განაპირობა.