Tuesday, March 13, 2012

„ფოლკსვაგენმა“ თავის შეფს 17.5 მილიონი ევრო გადაუხადა

VW CEO Almost Doubles his Pay to $23 Million in 2011
13 მარტი
გასული წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო „ფოლკსვაგენის“ ჯგუფისთვის, რომელმაც რეკორდულად ბევრი - 8.36 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა. ცოტაც და გერმანული გიგანტი მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებლის გვირგვინს მოირგებდა. მისი დაუფლება ვოლფსბურგელებს სურთ, ოღონდ ოდნავ მოგვიანებით - 2018 წელს, როცა მთელს მსოფლიოში 10 მილიონი ავტომობილის გაყიდვას გეგმავენ.

„ნისანი“ და „დელტა უინგი“ დამეგობრდნენ (ვიდეო)

Nissan to Run Innovative DeltaWing Experimental Racer at the 24 hours of Le Mans
13 მარტი
ამ უცნაური სარბოლი ავტომობილის შემქმნელები ერთ დროს იმედოვნებდნენ, რომ მათი შედევრი ინდიქარის ძირითადი სადოღე ცხენი გახდებოდა. მაგრამ ინდიქარის ტენდერის ჟიურიმ თამამი გადაწყვეტილების მიღება ვერ გაბედა. ამის მიუხედავად, პროექტის ავტორ ბენ ბოულბის, ლეგენდარულ ამერიკელ მრბოლსა და სარბოლ გუნდ „ოლ-ამერიკენ რეისერზის“ მფლობელ დენ გარნის და კომპანია „პეინოსის“ მფლობელ დონ პეინოსს ყურები არ ჩამოუყრიათ და მუშაობა გააგრძელეს, რაც მალე დაუფასდათ კიდეც: ჯერ მათმა სარბოლმა ავტომობილმა ლე მანის 24-საათიან რბოლაში მონაწილეობის საშვი მიიღო. ახლახანს კი ცნობილი გახდა, რომ მანქანა „ნისანის“ სახელით იასპარეზებს.

ენცო ფერარის მოდენაში მუზეუმი გაუხსნეს (ვიდეო)

New Enzo Ferrari Museum Opens its Doors in Modena
13 მარტი
საავტომობილო ინდუსტრიის და სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფიგურას, ენცო ფერარის, მის მშობლიურ ქალაქ მოდენაში მუზეუმი გაუხსნეს. აღსანიშნავია, რომ მუზეუმს (მუზეო კასა ენცო ფერარი) პირდაპირი კავშირი არ აქვს კომპანია „ფერარისთან“, რომელსაც საკუტარი მუზეუმი (მუზეო ფერარი) მარანელოში აქვს.

„ფოლკსვაგენ პოლო ბლიუ GT“ - სწრაფი და ეკონომიური

New VW Polo Blue GT with Cylinder Deactivation System is Fast and Frugal
13 მარტი
„ფოლკსვაგენი“ მეტსახელ „ბლიუს“ იმ მოდიფიკაციებისთვის იყენებს, რომლებიც ეკონომიურობით გამოირჩევა. ახლახანს კი ჟენევაში ჰეჩბეკ „პოლოს“ მოდიფიკაცია „ბლიუ GT“ წარადგინა, რომელიც საწვავსაც ცოტას მოიხმარს და სოლიდური სიმძლავრეც აქვს.

„რენოს“ ტურბო ძრავზე მუშაობა დაწყებული აქვს

Renault already putting '70pc' into 2014 engine
13 მარტი
ფორმულა ერთის მოქმედ ჩემპიონ „რედ ბულის“ ძრავების მიმწოდებელი „რენო“ აცხადებს, რომ თავისი შესაძლებლობების 70 პროცენტი ახალი, V6 ტურბო ძრავის შექმნისკენ აქვს მიმართული. ფ1-ის ახალი რეგლამენტი ძალაში 2014 წელს შევა და გუნდებს სწორედ V6 ტურბო ძრავების გამოყენებას დაავალდებულებს.

როგორ მზადდება „პაგანი ჰუაირა“ (ვიდეო)

სუპერ ავტომობილების მწარმოებელმა იტალიურმა კომპანია „პაგანიმ“ გამოაქვეყნა 14-წუთიანი ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც თავისი ახალი სუპერ ავტომობილის, „ჰუაირას“ წარმოების შესახებ მოგვითხრობს.

„ფოლკსვაგენ ქროს კუპე“ - უგზოობის ყველაზე ეფექტური ავტო მსოფლიოში

Handsome Volkswagen Cross Coupé turns red, gains diesel plug-in tech
12 მარტი
სწორედ ასე შეამკეს ვოლფსბურგელებმა თავიანთი უგზოობის კონცეპტუალური ავტომობილი, რომელიც ტოკიოში პრემიერის შემდეგ, ევროპელების წინაშე, შეცვლილი ძალური დანადგარით წარსდგა. ის ისევ პლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილია, ოღონდ თუ ტოკიოში ნაჩვენებ „ქროს კუპეს“ ჰიბრიდულ სისტემაში ბენზინის ძრავი შედიოდა, ამჯერად ის დიზელმა ჩაანაცვლა.

„ბენტლი“ უგზოობის კონცეპტუალური EXP 9F-ის დიზაინს გადახედავს

Bentley Admits that it's Planning a Redesign for the EXP 9 F SUV Concept
12 მარტი
ჟენევის მოტორ შოუზე წარდგენილ კონცეპტუალურ ავტომობილებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მეტად განხილვადი, „ბენტლის“ უგზოობის EXP 9F-ია, რომელმაც ისეთი გამოხმაურებები ვერ მიიღო, როგორსაც ბრიტანული კომპანია იმედოვნებდა.

უიტმარში: მელბურნში გამოკვეთილი ლიდერი არ იქნება

Whitmarsh says no single team appears set to dominate in Australia
12 მარტი
„მაკლარენის“ შეფი მარტინ უიტმარში დარწმუნებულია, ახალი სეზონის პირველ რბოლას, რმელსაც ავსტრალიის ქალაქი მელბურნი უმასპინძლებს, გამოკვეთილი ფავორიტები არ ეყოლება. გასულ სეზონში „რედ ბულს“ თავიდანვე არ ჰყავდა ბადალი, მაგრამ ახალი სეზონის წინ ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ პელოტონს გამოკვეთილი ფავორიტები არ ჰყავს.