Monday, April 2, 2012

„ენვიამ“ რეკორდულად ტევადი ელემენტი შეიმუშავა

Envia Systems claims energy density record for lithium-ion batteries
2 აპრილი
კალიფორნიაში ბაზირებულმა კომპანია „ენვია სისტემზმა“ გამოაცხადა, რომ ლითიუმ-იონურ ელემენტებში ენერგიის რეკორდულად მაღალ სიმკვრივეს მიაღწია. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ექსპერიმენტული ელემენტების ენერგოტევადობამ კილოგრამზე 400 ვატ-საათს მიაღწია. ეს კი ორ-სამჯერ მეტია იმ ელემენტების ტევადობაზე, რომლებსაც თანამედროვე ელექტრომობილებზე იყენებენ. უფრო მეტიც, „ენვია“ ირწმუნება, რომ მისი სპეციალისტების მიერ შემუშავებული ელემენტები არსებულ ლითიუმ-იონურ ელემენტებზე ორჯერ იაფიც ეღირება.

პერესი ორ წელიწადში დიდ გუნდში გადასვლას აპირებს

Perez eyes move to 'big team' in two years
2 აპრილი
სერხიო პერესი ამბობს, რომ ამ ეტაპზე, ასი პროცენტით „ზაუბერისადმი“ ერთგულია, თუმცა არც იმას მალავს, რომ ორ წელიწადში დიდ გუნდში გადასვლა აქვს გადაწყვეტილი. ახლახანს პერესმა მალაიზიის დიდ პრიზზე შესანიშნავი გამოსვლით გაგვაოცა, რის შემდეგაც გამოითქვა ვარაუდი, რომ მალე მას „ფერარიში“, ფელიპე მასას ადგილზე ვიხილავთ.

„რენოს“ ახალი სიტიქარი შეიძლება უკანაამძრავიანი იყოს

Renault city car to be rear-drive
2 აპრილი
პირველი ავტომობილი, რომელსაც „რენო“ „დაიმლერთან“ მჭიდრო თანამშრომლობით გამოუშვებს, საქალაქო მინიავტომობილ „ტვინგოს“ შთამომავალი იქნება. შესაძლოა, ახალ ავტომობილს სახელი შეუნარჩუნონ, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ბაზარზე ის „რენო 5-ის“ სახელით გამოუშვან. რაც მთავარია, ფრანგული კომპანია გვპირდება, რომ ახალი პატარა ავტომობილი, რომელსაც თავად პრემიუმ საქალაქო ავტომობილების კლასს მიაკუთვნებს, თავისი კონსტრუქციული სიახლეებით გაგვაოცებს. ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ ვარაუდით, მთავარი სიახლე შესაძლოა ის იყოს, რომ ავტომობილს ძრავი უკან ექნება და ის უკანა ბორბლებს დაატრიალებს.

„SRT ვაიპერი“ - კიდევ ერთი, ბოლო ტიზერი

2013 SRT Viper Teased One Last Time Before its Big Reveal in New York
2 აპრილი
ახალ, მესამე თაობის „ვაიპერის“ გამოჩენას საავტომობილო სამყარო მოუთმენლად ელის. ამჯერად მას „დოჯის“ ნაცვლად, „კრაისლერის“ სპორტული შტო SRT ამზადებს. ახალ ავტომობილზე პრაქტიკულად არაფერია ცნობილი. მხოლოდ რამდენიმე ფოტო ტიზერი გამოქვეყნდა, რომელთა მიხედვითაც შეიძლება ვარაუდი, რომ ავტომობილს ისევ წინ მოთავსებული ძრავი აქვს. ცნობილია კიდევ რამდენიმე ნიუანსი. მაგრამ ამერიკულ კომპანიას აქამდ მკაცრად გასაიდუმლოებული აქვს ავტომობილის გარეგნობა.

„ფერარი“ შარშან ბატონის გადაბირებას ცდილობდა

Button received Ferrari 'offer' last year
2 აპრილი
ბრაზილიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, შარშან, სანამ „მაკლარენთან“ კონტრაქტს გააგრძელებდა, ჯენსონ ბატონს თავისთან „ფერარი“ ეპატიჟებოდა. ახალი ამბების ბრაზილიური სააგენტო „აგენსია ეშტადუ“ გვამცნობს, რომ ბრიტანელ მრბოლსა და „ფერარის“ შორის მოლაპარაკება ოქტომბრამდე გრძელდებოდა, თუმცა შემდეგ ბატონმა „მაკლარენში“ დარჩენა ამჯობინა და ბრიტანულ გუნდთან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ჰირვონენს გამარჯვება ჩამოართვეს

Mikko Hirvonen excluded from Rally of Portugal victory

2 აპრილი
ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის გამო, პორტუგალიის რალის გამარჯვებული, ფინელი მიკო ჰირვონენი რბოლიდან მოიხსნა და შესაბამისად, მისი შედეგებიც გაუქმდა. აქედან გამომდინარე, გამარჯვებულად მეორე ადგილზე გასული ნორვეგიელი მადს ოსტბერგი (ფოტოზე) გამოცხადდა. მეორე ადგილი რუს ევგენი ნოვიკოვს ერგო, მესამეზე კი ნორვეგიელი პეტერ სოლბერგი გავიდა.