Sunday, April 8, 2012

საქართველოს ჩემპიონატი ჟურნალ "ავტო მოტორთან" ერთად

ჟურნალი "ავტო მოტორი" გაგიწევთ მეგზურობას. მის ფურცლებზე გაეცნობით ფორმულა "ალფას" და ლეჯენდსის კლასის ავტომობილებს და ამ კლასებში მონაწილე გუნდებს, მათს მანქანებს და პილოტებს. რა თქმა უნდა, გაგაცნობთ ახალ ავტოდრომს, რომელიც მალე არამხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების ჩემპიონატების ეტაპებს და საერთაშორისო სერიების რბოლებს უმასპინძლებს.

ედსელ ფორდის ბედაური გამოფენებზე მოგზაურობს

Edsel Ford's 1934 Model 40 Special Speedster
8 აპრილი
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ამერიკის ტერიტორიაზე ჩატარებული საავტომობილო შოუების ერთ-ერთი უცვლელი ექსპონატი ამ ფოტოზე გამოსახული 1934 წლის „მოდელ 40 სპეშლ სპიდსტერია“, ავტომობილი, რომელიც ედსელ ფორდის ხელმძღვანელობით შეიქმნა.

"გალფმა" თავისი სარბოლი გუნდი წარმოგვიდგინა


ვარდების მოედანზე, კომპანია "გალფმა" თავისი სარბოლი გუნდის პრეზენტაცია ჩაატარა. საზოგადოებას გააცნეს ფორმულა "ალფასა" და კლას "ლეჯენდსში" მონაწილე გუნდები, მათი მანქანები და მრბოლები. "გალფი" პირველი გუნდია, რომელმაც ახალი სეზონის წინ თავისი შემადგენლობა გაგვაცნო. პრეზენტაცია დრიფტერების აკომპანიმენტით ჩატარდა.