Wednesday, May 16, 2012

„პორშემ“ წინასერიული ჰიბრიდული „918 სპაიდერი“ გვიჩვენა


Porsche Reveals Pre-Production 918 Spyder Plug-in Hybrid Super Car with More than 770HP
16 მაისი
„პორშეს“ ყველაზე რადიკალური სპორტული ავტომობილის, ჰიბრიდული „918 სპაიდერის“ წარმოების დაწყებას საავტომობილო ბაზარი მოუთმენლად ელის. არა იმიტომ, რომ ამ ავტომობილის შეძენას ნებისმიერი მოისურვებს, ვისაც ამის სურვილი ექნება. არამედ იმიტომ, რომ ეს იქნება პირველი პლაგ-ინ ჰიბრიდული სუპერ ავტომობილი, რომელსაც სერიულად გამოუშვებენ. და აი, გერმანულმა კომპანიამ, ამ ავტომობილის წინასერიული პროტოტიპის ფოტოები და მის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

„რენო“ ელექტრული „ტვიზის“ კარგ გაყიდვებს მოელის


Renault expects high sales for scooter-like Twizy EV
16 მაისი
„რენო“ მოელის, რომ მისი უცნაური გარეგნობის და ძალიან პატარა, ორადგილიანი ელექტრომობილი „ტვიზი“, ევროპის გადატვირთულ ქალაქებში სწრაფად მოიპოვებს პოპულარობას და თანდათან ჩაანაცვლებს სკუტერებს. ამის შესახებ, გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპს“, ფრანგული კომპანიის წარმოების მენეჯერმა ივან კაპელემ განუცხადა.

„ურუსი“ ჯერ ისევ ძრავის გარეშეა


Lamborghini eyes low weight, Audi-sourced twin-turbo V8 for production Urus
16 მაისი

არ შევცდბით, თუ ვიტყვით, რომ წელს ინტერნეტ სივრცეში და საავტომობილო თემაზე მომუშავე მედიაში, ყველაზე პოპულარული ავტომობილი „ლამბორგინის“ უგზოობის „ურუსია“, რომლის კონცეპტუალური ვერსიის მსოფლიო პრემიერაც ახლახანს, პეკინის ავტო გამოფენაზე შედგა. უფრო ადრე, ის ჟურნალისტებს ჯერ სანტ’აგატა ბოლონეზეში, ფაბრიკაში უჩვენეს, მერე კი ნიუ იორკის ავტო შოუს დახურულ ჩვენებაზე, სადაც იტალიურმა კომპანიამ ის სპეციალურად მიწვეულ თავის ერთგულ მყიდველს წარუდგინა.

გრონჰოლმი ბრუნდება


Two-time WRC champion Marcus Gronholm to compete in Global Rallycross events in America
16 მაისი
მარკუს გრონჰოლმი და დევიდ ბინკსი
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ფინელი მარკუს გრონჰოლმი მოტორ სპორტს უბრუნდება. ოღონდ, არა რალის მსოფლიო ჩემპიონატს. ის რალიქროსის გლობალურ ტურნირზე, ამერიკულ ეტაპებზე იასპარეზებს. ის გუნდ „ბესტ ბაი ტიმს“ შეუერთდება, სადაც მისი პარტნიორი ბრიტანელი დევიდ ბინკსი იქნება. ორივე „ფორდ ფიესტას“ სარბოლი ვერსიით იასპარეზებენ, რომლის ძრავიც 600 ცხენის ძალას ავითარებს.

„შკოდამ“ მინი ავტომობილი „სიტიგო“ რალისთვის მოამზადა


Skoda to Debut Citigo Rally
16 მაისი
„შკოდამ“ ორი კონცეპტუალური ავტომობილი მოამზადა, რომლებსაც პირველად საზოგადოებას ავსტრიაში, „ვიორთერზეეს ტურის“ დროს წარუდგენს. ორივე ავტომობილი მინი ჰეჩბეკ „სიტიგოს“ ბაზაზე შეიქმნა, რომელიც თავის მხრივ, „ფოლკსვაგენის“ უახლესი Up!-ის ჩეხური ვერსიაა.

ქსოვრელის სუპერ ავტომობილი - მაკეტის მზადების პროცესი (ფოტორეპორტაჟი)

ეს ჯერ მხოლოდ მაკეტია, 1:5-ზე მასშტაბის. მისი სუფთად დამუშავება საჭირო არაა. შემდეგ ეტაპზე, მისგან ლეკალოები დამზადდება, რომელთა დახმარებითაც, პროექტის ავტორი გოჩა ქსოვრელი, 1:1 ზომის ტიხარ-ლეკალოებს დაამზადებს. მათი დახმარებით, მუშა მაკეტს ააწყობს და რეალური სკულპტურის გამოქანდაკებას შეუდგება.