Thursday, June 7, 2012

„უილიამსი“ კანადურ პრაქტრიკებზე ახალ უკანა ფრთას გამოსცდის


Williams to run aggressive new rear wing design in practice for Canadian GP
7 ივნისი
ესპანურ რბოლაში მოპოვებულ გამარჯვებას „უილიამსი“ არ სჯერდება. ბრიტანულმა გუნდმა მონრეალისთვის ახალი, აგრესიული ფორმის უკანა ფრთა მოამზადა, რომელსაც თავისუფალ პრაქტიკებზე პასტორ მალდონადო გამოიყენებს. გუნდი აღიარებს, რომ მისი სისტემა DRS ხშირად საპირისპირო ეფექტს იძლევა, რისი შეუცვლელად დატოვებაც დაუშვებელი იყო.

ჰამილტონი თავის მომავალს სეზონის ბოლოს გადაწყვეტს


Lewis Hamilton may wait until the end of the season to decide on his future in F1
7 ივნისი
ლუის ჰამილტონს „მაკლარენთან“ კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება, მაგრამ ბრიტანელი პილოტი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და ამბობს, რომ არჩევანს სეზონის შემდეგ გააკეთებს. მისთვის ახლა მთავარი ტიტულისთვის ბრძოლაა. ის აღიარებს, რომ ასეთ დაძაბულ სეზონს არ ელოდა.

„ლინკოლნი“ კრიზისის დასაძლევად იბრძვის

Lincoln MKF Concept
7 ივნისი

უკვე წლები, ათწლეულებიც კია, რაც „ფორდის“ ლუქს ბრენდ „ლინკოლნს“ ცუდად მისდის საქმე. ყველა პრობლემასთან (მოძველებული ტექნოლოგიები, მყიდველთა საშუალო ასაკის ზრდა) ერთად, „ლინკოლნს“ არც სტილი უვარგა. პრესტიჟულმა კომპანიამ ხეირიანი დიზაინის შემუშავებაც კი ვერ შეძლო. და ტექნოლოგიურადაც ჩამორჩა. მაგრამ „ფორდი“ ამასთან შეგუებას არ აპირებს.

„რენო“ „მოდუსის“ ნაცვლად მინი ქროსოვერს გამოუშვებს


Renault to Replace Modus with a Juke-Like Small Crossover Based on the Captur Concept
7 ივნისი
გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპმა“ მოიპოვა ინფორმაცია, რომელიც გვამცნობს, რომ „რენო“ მალე პატარა ქროსოვერის წარმოების დაწყებას აპირებს, რომელიც ჟენევის შარშანდელ გამოფენაზე ნაჩვენები კონცეპტუალური „კაპტურის“ სტილში შესრულდება.

მარანელოში „ფერარი F70-ის“ შესაძლო პროტოტიპი გადაიღეს

New Ferrari F70 Prototype Scooped in Maranello?
7 ივნისი
„ფერარი“ თავის ფლაგმან „ენცოს“ შემცვლელს წლის ბოლოს გაგვაცნობს. დროდადრო, ამ ავტომობილის შესახებ, რომელსაც ხშირად F70-ად მოიხსენიებენ, ინტერნეტით ინფორმაცია გაჟონავს ხოლმე, თუმცა მის გარეგნობას მარანელოელები ჯერ არავის უჩვენებენ. რამდენჯერმე ინტერნეტით სატესტო ავტომობილის ძლიერ შენიღბული ვერსიის ფოტოები კი გამოჩნდა, მაგრამ მათ საფუძველზე, მანქანაზე წარმოდგენას ვერანაირად ვერ შეიქმნით.