Saturday, June 9, 2012

„მაკლარენმა“ MP4-12C გააუმჯობესა


McLaren Officially Reveals 2013 MP4-12C with 616HP and Other Improvements
9 ივნისი
ჯერ ერთი წელია გასული მას შემდეგ, რაც „მაკლარენმა“ MP4-12C-ს წარმოება დაიწყო, მაგრამ უკვე მის გაუმჯობესებაზე ზრუნავს და პირველი მოდიფიცირებული პაკეტიც მოამზადა, რომელსაც მყიდველს მომავალი წლიდან შესთავაზებს. ამ პაკეტში შედის 25 ცხენის ძალით გაძლიერებული 3.8-ლიტრიანი V8 ძრავი. რაც ყველაზე საინტერესოა, ინგლისური კომპანია ამ პაკეტს მათაც სთავაზობს, თანაც უფასოდ, ვისაც ავტომობილი უკვე შეძენილი აქვს.

„ლამბორგინი ავენტადორ LP700-4“ F-16-ის წინააღმდეგ (ვიდეო)



9 ივნისი
თვითმფრინავებს და სუპერ ავტომობილებს სისწრაფეში ხშირად აჯიბრებენ ხოლმე. ამასწინათ, ჟურნალმა „ტოპ გიარმა“, მეოთხე თაობის გამანადგურებელი „ევროფაიტერ ტაიფუნი“ „ბუგატი ვეირონს“ შეაჯიბრა. მაგრამ მსგავსი დაპირისპირებები ყოველთვის საინტერესოა. ამასთან, კონკრეტული მწარმოებლისთვის, ამან შეიძლება რეკლამის როლიც კი შეასრულოს.

ფეტელი პოულზეა


Vettel puts Red Bull on pole in Canada
9 ივნისი
კვალიფიკაცია რბოლაში გამარჯვებას არ ნიშნავს, მაგრამ მაინც, სებასტიან ფეტელს რეალური შანსი აქვს, დააღვიოს ამ სეზონის ტრადიცია და გახდეს პირველი, ვინც მეორე გამარჯვებას მოიპოვებს. გერმანელმა ერთადერთმა შეძლო, მონრეალის ტრასის წრის გავლა წუთსა და 14 წამზე ნაკლებში.

ლეჯენდსი, მე-2 ეტაპი

9 ივნისი
მარცხნიდან: ვასილი ანტიპოვი, შოთა აფხაზავა, გიორგი ბეჟიტაშვილი

ტურინგი, მე-2 ეტაპი

მარცხნიდან: არჩილ ბიძინაშვილი, გოგა არჯევანიძე, ზურა ბეჟაშვილი

ფორმულა ალფა - მე-2 ეტაპი

9 ივნისი
მარცხნიდან: ნიკა სურგულაძე, ნიკა ადეიშვილი და ირაკლი ჩხეიძე