Wednesday, June 13, 2012

„ჰიუნდაიმ“ „ელანტრა GT-ს“ ფასი გამოაცხადა


Hyundai Confirms Final Pricing and Equipment Specs for New 2013 Elantra GT
13 ივნისი
„ჰიუნდაი“ ამერიკულ ბაზარზე ექსპანსიას აგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ იქ მისი ბიზნესი თვიდან თვემდე ვითარდება, კორეული კომპანია მიღწეულს არ სჯერდება და მყიდველს ახალ პროდუქტებს სთავაზობს, რომლებმაც მის შოურუმებში ახალი მყიდველი უნდა მიიზიდოს. ასეთი ავტომობილია „ელანტრა GT“, რომელიც ევროპასა და სხვა ბაზრებზე i30-ის სახელითაა ცნობილი.

„ბეემვემ“ ლონდონში პირველი i-მაღაზია გახსნა

BMW Opens its First Dedicated i Store Worldwide in London
13 ივნისი

„ბეემვემ“ შარშან საზოგადოებას თავისი ახალი ქვე ბრენდი - i წარუდგინა, რომელშიც თავის ეკოლოგიურ ავტომობილებს გააერთიანებს. წამოწყება ფართომასშტაბიანია და დროთა განმავლობაში, მისი საწარმოო პროგრამა პრაქტიკულად იმდენივე მოდელს და მათს მოდიფიკაციებს გააერთიანებს, რამდენსაც ბავარიელები ამჟამად აწარმოებენ. შორეულ მომავალში კი i-ს მარკით გამოშვებული ავტომობილები, გერმანული კომპანიის საწარმოო ღერძს შექმნიან.

KTM X-ბოუს სამოქალაქო ვერსიაზე მუშაობს


KTM working on more conventional X-Bow with doors, windscreen
13 ივნისი
მოტოციკლების წარმოებაზე სპეციალიზებული ავსტრიული კომპანია KTM-ის სპორტული ავტომობილი X-ბოუ ბევრს მოსწონს და ბევრსაც არ მოსწონს. მოსწონთ იმიტომ, რომ ადრენალინის მიღების საუკეთესო საშუალებაა. არ მოსწონთ იმიტომ, რომ ასეთი უშნო ალბათ ავტოინდუსტრიაში მეორე არაფერი შექმნილა. თუმცა, ამ სიუშნოვეში ისეთი ტემპერამენტი და ძალა ჩანს, რომ აქაც შეიძლება მოწონებისთვის მიზეზის მოძებნა...

„ფორდის“ 1.0-ლიტრიანი „ეკობუსტი“ წლის საუკეთესო ძრავია


Ford's 1.0-liter EcoBoost Scoops 2012 International Engine of the Year Award
13 ივნისი
კონკურს წლის საუკეთესო ძრავის მთავარი ჯილდო, „ფორდის“ სერია „ეკობუსტის“ 1.0-ლიტრიან ძრავს გადაეცა. ამ აგრეგატმა, რომელიც სიმძლავრით, მასზე დიდ ძრავებს უტოლდება და იმავდროულად, ძალიან ეკონომიურიცაა, 401 ქულა (კონკურსის ისტორიაში უმაღლესი შეფასებაა) მოაგროვა და უკან მოიტოვა ამ კონკურსის შარშანდელი გამარჯვებული, „ფიატ-ის“ 0.9-ლიტრიანი „ტუინეარი“.