Thursday, June 14, 2012

„დაიმლერი“ ელექტრული „სმარტის“ გაყიდვებს იწყებს


Next-gen electric Smart ED goes on sale in Germany
14 ივნისი
სანამ „ბეემვე“ ლონდონში თავის ქვე-ბრენდ i-ს მაღაზიას ხსნიდა, „დაიმლერმა“ თავისი პირველი სერიული ავტომობილის, მესამე თაობის ელექტრული „სმარტ ფორთუს“ წარმოება დაიწყო. ამისათვის, გერმანული კომპანია თავის ფრანგულ საწარმოს იყენებს, რომლის მოდერნიზებისთვისაც 200 მილიონი ევრო დაიხარჯა.

„აუდი“ პარიზისთვის პატარა ქროსოვერს ამზადებს


Audi Q2 SUV planned for 2015
14 ივნისი
პარიზის მოტორ შოუზე, რომელიც სექტემბერში ჩატარდება, „აუდის“ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ექსპონატი, პატარა ქროსოვერ Q2-ის კონცეპტუალური ვერსია იქნება. უკვე ცნობილია ისიც, რომ ინგოლშტადტელები ამ ავტომობილის სერიულ წარმოებას, პარიზული პირველი ჩვენებიდან სამი წლის შემდგ დაიწყებენ.

პერესმა აგრესიის მოთოკვით მოიგო


Ferrari says Perez's podium in Canada was helped by him taming his aggression
14 ივნისი
„ფერარიში“ დარწმუნებულები არიან, რომ სერხიო პერესის მიერ მონრეალში მესამე ადგილის დაკავება, მექსიკელის მიერ საკუთარი აგრესიის მოთოკვის შედეგია. პერესმა ყველა გააოცა, როდესაც მალაიზიის დიდი პრიზი მეორე ადგილზე დაასრულა. მაგრამ მას შემდეგ, ქულაც არ ჰქონდა მოპოვებული. ამის გამო, მას „ფერარის“ მრბოლთა აკადემიის შეფი ლუკა ბალდისერი გაესაუბრა, რომელმაც ურჩია, რომ საკუთარი აგრესია დაეოკებინა.

„ბეემვეს“ პლაგ-ინ კუპე i8 100 000 ევროზე ძვირი ეღირება


BMW Says i8 Plug-in Hybrid Coupe to Cost 'More than €100,000'
14 ივნისი
ამ ავტომობილის ბაზარზე გამოსვლამდე ჯერ კიდევ ორი წელი რჩება, მაგრამ ის მაინც აქტუალურია. მითუმეტეს ახლა, როცა ბავარიულმა კომპანიამ ლონდონში, პარკ ლეინზე, თავის ქვე-ბრენდ i-ს პირველი მაღაზია გახსნა. გახსნის ცერემონიაზე, „ბეემვემ“ გამოაცხადა, რომ პლაგ-ინ ჰიბრიდული კუპე 100 000 ევროზე მეტი ეღირება.

„მინი როკეტმენი“ ლონდონის ოლიმპიადისთვის


Minier Mini Rocketman Concept Updated for the London 2012 Games
14 ივნისი
კონცეპტუალური ავტომობილი, სახელად „როკეტმენი“, „მინიმ“ ჟენევის შარშანდელ გამოფენაზე წარადგინა. მაშინ ბევრს ეგონა, რომ ეს ავტომობილი მალე ინგლისური მარკის გამას შეავსებდა, მაგრამ „ბეემვეს“ ჯგუფმა შესაბამისი გეგმა გააუქმა. ყველაზე პატარა „მინიზე“ უარი თქვეს, მაგრამ ეს კონცეპტუალური ავტომობილი ლონდონის ოლიმპიადისთვის მაინც განაახლეს - რაც უნდა იყოს, ბავარიული კომპანია და მასთან ერთად „მინიც“, მსოფლიო სპორტული ფორუმის სპონსორები არიან...

პეტერ ზაუბერი გამარჯვებას არ გამორიცხავს

Peter Sauber not ruling out a victory during 2012 Formula 1 season
14 ივნისი
პერესი და ზაუბერი (პერესის უკან)
მექსიკელის მესამე ადგილს ზეიმობენ
პეტერ ზაუბერი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, მისმა გუნდმა ამ სეზონში გამარჯვება მოიპოვოს. ასეთი ვარაუდის საბაბს კი კანადაში სერხიო პერესის გამოსვლა აძლევს - მექსიკელმა რბოლა მე-15 პოზიციიდან დაიწყო და მესამეზე, გამარჯვებულ ლუის ჰამილტონთან რამდენიმეწამიანი ჩამორჩენით დაასრულა. რაც მთავარია, მონრეალის რბოლაში გამოჩნდა, რომ შესაბამის პირობებში რბოლისას, კარგად მომართულ C31-ს გამარჯვებისთვის ბრძოლა შეუძლია.