Wednesday, June 20, 2012

„სიტროენი“ ორ ახალ კომპაქტურ სედანს გამოუშვებს

Citroen Debuts New C-Elysee and C4 L Compact Sedans
20 ივნისი
C-ელისი
„სიტროენს“ ბაზრის ყველაზე გაყიდვად, კომპაქტური სედანების სეგმენტზე შეღწევა აქვს გადაწყვეტილი. გლობალურ ბაზარზე, ამ სეგმენტში შარშან 20 მილიონი ავტომობილი გაიყიდა, რაც მთელ მსოფლიოში გაყიდული ავტომობილების დაახლოებით მესამედია. და ამ სეგმენტს ფრანგული კომპოანია ერთბაშად ორი ახალი ავტომობილით - C4L-ით და C-ელისით შეაბიჯებს.

„კონტინენტალ GT სპიდ კუპე“ - ყველა დროის უსწრაფესი „ბენტლი“

New 2013 Continental GT Speed Coupe with 616HP is Fastest Production Bentley Ever
20 ივნისი
ახლახანს „ბენტლიმ“ მოდელ „კონტინენტალის“ საბაზო ვერსია განაახლა, რომელიც ახალი V8 ძრავით აღჭურვა. იმავდროულად, კომპანია ამავე ავტომობილის ტემპერამენტიან ვერსიაზეც (კონტინენტალ GT სპიდ) მუშაობდა, რომელსაც პირველად გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე წარადგენს.

ხუთი სარეიტინგო ვარსკვლავისთვის თვით-დამუხრუჭება იქნება საჭირო (ვიდეო)


Euro NCAP will soon require auto-braking for five-star safety rating
20 ივნისი
2014 წლიდან მოყოლებული, ყოველი ავტომწარმოებელი, რომელსაც თავისი ავტომობილებისთვის EURO NCAP-ისგან უსაფრთხოების ხუთვარსკვლავიანი რეიტინგის მიღება ენდომება, იძულებული იქნება, თავისი ავტომობილები სისტემა AEB-ით (ავტონომიური სდაგანგებო დამუხრუჭება) აღჭურვოს.

პარიზში „მიცუბიში“ პლაგ-ინ ჰიბრიდულ „აუტლანდერს“ წარადგენს


Mitsubishi to Unveil New Outlander Plug-in Hybrid EV in Paris
20 ივნისი
„მიცუბიშიმ“ ჟენევის მოტორ შოუზე, ქროსოვერ „აუტლანდერის“ ბენზინის და დიზელისძრავიანი ვერსიები წარადგინა, რომლების სერიულ წარმოებასაც მალე დაიწყებს. ახლახანს კი გამოაცხადა, რომ პარიზის მოტორ შოუზე, ამავე ავტომობილის პლაგ-ინ ელექტრულ ვერსიას გაგვაცნობს. ეს ავტომობილი სწორედ სერიული შიდაწვისძრავიანი „აუტლანდერის“ არქიტექტურაზეა აგებული.

ერთი-ერთზე ლე მანთან

ძველი სტატია, რომელიც გაზეთ 24 საათში 2003 წელს გავიდა
ლე მანის 24 საათიანი რბოლა ავტოსპორტულ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია და ბუნებრივია, მასში მონაწილეობის მსურველნი რბოლიდან რბოლამდე არ წყვეტენ მისთვის მზადებას, რათა მათი სახელები სამუდამოდ დამკვიდრდეს ავტოსპორტის ისტორიაში.

ექვსბორბლიანი ფორმულა გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე


All Three Six-Wheeler Formula 1 Cars to go on Show at the 2012 Goodwood Festival of Speed
20 ივნისი
ტირელ P34
გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე, რომელიც ბრიტანეთში, 28 ივნისს აიღებს სტარტს სამი დღე გაგრძელდება, სამი ექვსბორბლიანი სარბოლი ავტომობილიც მიიღებს მონაწილეობას. და ეს უბრალო მანქანები არ გეგონოთ. ისინი თავის დროზე ფორმულა ერთის გუნდებს - „ტირელს“ (მოდელი P34), „მარჩს“ (მოდელი 2-4-0) და „უილიამსს“ (მოდელი FW08B) ეკუთვნოდა. ოღონდ, ეს სამი ავტომობილი ადრე ერთად არავის და არასდროს უნახავს და გუდვუდის ფესტივალი ამითაც იქნება საინტერესო.

ლე მანს „მაზდაც“ უბრუნდება


Mazda Developing Race-tuned SKYACTIV-D Diesel Engine for 2013 Le Mans 24 Hours
20 ივნისი
ოღონდ, ეს არ იქნება სრულფასოვანი (საკუთარი სარბოლი მანქანით) დაბრუნება - იაპონური კომპანია ლე მანისთვის მხოლოდ აგრეგატს - სარბოლო სპეციფიკაციის მქონე „სკაიექტივ-D-ს“ მოამზადებს. მისი მთავარი აგრეგატი იქნება 2.2-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბო დიზელი, რომლის მახასიათებლებიც ჯერჯერობით არ ქვეყნდება. ამ ძრავებს ის გუნდები მიიღებენ, რომლებიც მომავალი სეზონიდან, ლე მანს პროტოტაიპ 2 კლასში მიიღებენ მონაწილეობას.

„რენო“ ორი მაღალი კლასის ბრენდის აღდგენას განიხილავს


Renault Contemplating the Launch of Two Upscale Brands Including the Revival of Alpine
20 ივნისი
მართალია, ევროპაში ეკონომიკური მდგომარეობა ჯერ ისევ არ გამოსწორებულა, მაგრამ ამის მიუხედავად, „რენო“ თავის პროგრამაში ორი მაღალი კლასის ბრენდის დამატებას მაინც აპირებს. ამ ორიდან ერთი „ალპინი“ უნდა იყოს, რომლითაც „რომბები“ სპორტულ ავტომობილებს გამოუშვებენ. მეორე კი სრულიად ახალი სახელია - „ინიციალ პარი“, რომლითაც ლუქსის კლასის ავტომობილები გამოვა.

„აუდი“ ლე მანს ჰიბრიდებითაც იგებს


Audi triumphant again at Le Mans
20 ივნისი
ლე მანის 24-საათიანი რბოლის ისტორიაში პირველად, გამარჯვება ჰიბრიდულმა ავტომობილმა მოიპოვა. გერმანელმა ანდრე ლოტერერმა „აუდი R18 e-ტრონით“, ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა. გერმანულმა კომპანიამ ლე მანის ბოლო 13 სეზონში, მე-11 გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ შარშან „აუდის“ დიზელისძრავიანმა პროტოტიპმა გაიმარჯვა და მაშინაც მანქანა ლოტერერმა მიიყვანა. უფრო მეტიც, მას მაშინაც პარტნიორობას ფასლერი და ტრელუიე უწევდნენ.

დი მონტეძემოლო ევროპის საუკეთესო მენეჯერია


Ferrari's Montezemolo lauded as the best manager in Europe
20 ივნისი
ევროპის ბიზნეს პრესის ფედერაციამ, რომელიც 27 ქვეყნის 50-ზე მეტ გამოცემას (მათ შორის, უოლ სტრიტ ჯორნელს, ჰანდელსბლატტს, ლეს ეხოსს, ფაინენშლ ტაიმსს, მილანო ფინნცას და სხვა) აერთიანებს, წლის საუკეთესო მენეჯერად, ფერარის შეფი ლუკა კორდერო დი მონტეძემოლო დაასახელა.