Tuesday, July 3, 2012

„მერსედესი“ ახალი B-კლასის ელექტრულ ვერსიასაც გამოუშვებს

Mercedes Reportedly Confirms Electric Version of New B-Class for the States
3 ივლისი
გერმანულმა გამოცემა „აუტომობილვოხემ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „მერსედეს-ბენცი“ თავისი ახალი B-კლასის ელექტრულ ვერსიასაც გამოუშვებს და მას ამერიკის ბაზარზე შეიტანს. წყარო, რომლისგანაც გერმანულმა გამოცემამ ეს ინფორმაცია მიიღო, ასევე იტყობინება, რომ შტუტგარტელები ელექტრომობილს ამერიკაში 2014 წელს შეიტანენ.

„ჰიუნდაის“ გეგმები 2015 წლამდე

Hyundai Plans Until 2015 Revealed
3 ივლისი
უკვე რამდენიმე წელია, „ჰიუნდაი“, თავის ჯგუფში შერმავალ „კიასთან“ ერთად, მსოფლიო საავტომობილო ბაზრის წამყვანი მოთამაშე გახდა. მაგრამ კორეული გიგანტის ამბიციები ამით არ შემოიფარგლება და კომპანიას უფრო მაღალი მწვერვალების დაპყრობისკენ უბიძგებს.

„პურიტალია 427“ - იტალიური სუპერქარი „შელბი კობრას“ სტილში

Puritalia releases full renderings of Cobra-inspired 427 roadster
3 ივლისი
„პურიტალია აუტომობილი“ პატარა იტალიური კომპანიაა, რომელმაც ახლახანს დაასრულა თავისი პირველი სუპერ ავტომობილის - „პურიტალია 427-ის“ შემუშავება და მის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტით გაავრცელა. ეს ორადგილიანი ავტომობილი 1965 წლის „შელბი კობრას“ შთაგონებითაა შექმნილი. „პურიტალია“ აცხადებს, რომ თავისი პირველი სუპერ ავტომობილის გამოშვებას შეკვეთების შესაბამისად, მომავალი წლიდან დაიწყებს.

სერჯო პინინფარინა გარდაიცვალა


Famed Car Designer Sergio Pininfarina Dies at Age 85
3 ივლისი
85 წლის ასაკში, ლეგენდარული დიზაინერი, სერჯო პინინფარინა ტურინში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ის იყო კომპანია „პინინფარინას“ დამაარსებლის, ბატისტა „პინინ“ ფარინას (პინინფარინას - ეს გვარი მათ 1961 წელს, იტალიის პრეზიდენტმა ჯოვანი გრონკიმ მიანიჭა) შვილი, არაერთი ლეგენდარული ავტომობილის დიზაინის ავტორი. 40 წლის განმავლობაში, ის თავისი ოჯახის კომპანიას ედგა სათავეში, ბოლო წლებში კი მისი საპატიო თავმჯდომარე იყო.