Friday, July 13, 2012

ცოტა რამ „ალფა რომეო სპაიდერის“ შესახებ

2015 Alfa Romeo Spider Details Emerge
13 ივლისი
„ფიატმა“ და „მაზდამ“ თანამშრომლობის შესახებ ახლახანს მოილაპარაკეს. მთავარი თემა, პატარა როდსტერების ერთობლივად შემუშავება იყო. იაპონური კომპანიის შემთხვევაში, ლაპარაკი პოპულარულ „MX5 მიატაზეა“, იტალიური კომპანიის შემთხვევაში კი - მოდელ „სპაიდერის“ აღდგენაზე.

„შკოდა“ გაყიდვების რეკორდებს ამყარებს


Skoda Reports Six-Month Sales Record
13 ივლისი
„შკოდამ“ ეს წელი შესანიშნავად დაიწყო. ყველა ბაზარზე, სადაც ჩეხური კომპანია მუშაობს, მისი გაყიდვები გაზრდილია. პირველ ექვს თვეშ კომპანიამ უკვე თითქმის 493 000 ავტომობილის გაყიდვა მოასწრო, რაც შარშანდელ შესაბამის მაჩვენებელზე 8.4 პროცენტით მეტია.

„პიუსი“ - კიდევ ერთი იაპონური სათამაშო ავტო


Japanese Reveal Do-It-Yourself Pius EV
13 ივლისი
ახლახანს „ტოიოტას“ სათამაშო ავტომობილი-კონსტრუქტორი „კამატი“ გაგაცანით, რომელმაც, იაპონური კომპანიის განმარტებით, იაპონელ და არამარტო იაპონელ მოზარდ თაობას ავტომობილისადმი განელებული ინტერესი უნდა გაუღვივოს. და აი, საავტომობილო სამყაროში კიდევ ერთი, ამჯერად ნაკლებად ცნობილი კომპანია გამოჩნდა, რომელსაც გაცილებით ამბიციური მიზნები აქვს.

„ლოტუს უორლდ ქარ კონცეპტ“ - ძალიან იაფი და ეკონომიური


Lotus World Car Concept
13 ივლისი
ჩვენი ვებგვერდის ერთგულ მკითხველს ალბათ „ფოლკსვაგენის“ ძალიან ეკონომიური კონცეპტუალური ავტომობილი XL1 გაახსენდა, რომელიც ასევე „ერთლიტრიანი“ ავტომობილის სახელითაცაა ცნობილი - 100 კილომეტრზე მხოლოდ ერთ ლიტრ საწვავს მოიხმარს და იმიტომ. მაგრამ ის ავტომობილი ძალიან მცირე რაოდენობით დამზადდება და ფასითაც გიკბენთ...

„ბეემვე i8“ ამერიკის საუკეთესო კონცეპტია


BMW i8 Named Best Concept of 2012 in the US
13 ივლისი
„ბეემვეს“ პლაგ-ინ ჰიბრიდული სპორტული ავტომობილი i8, რომლის მსოფლიო პრემიერაც სამი თვის წინ, პეკინის მოტორ შოუზე გაიმართა, ჩრდილოეთ ამერიკის წლის საუკეთესო ავტომობილად დაასახელეს. ჟიურიმ, რომელშიც 25 ჟურნალისტი შედიოდა, კონკურსი კი მეთერთმეტედ ჩატარდა.