Monday, July 23, 2012

„კადილაკმა“ ფლაგმან სედანს მწვანე შუქი აუნთო

Cadillac flagship gets the green light
23 ივლისი

„კადილაკსამერიკაში პირველი ლუქს ბრენდობა სურს. და როგორ უნდა მიაღწიოს მიზანს, თუ მის გამაში სრულგაბარიტიანი სედანი არ იქნება? როგორც ჩანს, ამაზე პასუხი ამერიკულ კომპანიაში მანამ ჰქონდათ, სანამ მათი მარკეტინგის დეპარტამენტის ვიცე პრეზიდენტი დონ ბატლერი, თავისი კომპანიის ამბიციებს გაგვანდობდა.

„რეინჯ როვერი“ გრძელბაზიანიც გამოვა

New Range Rover To Spawn Long-Wheelbase Model
23 ივლისი
როგორც ბრიტანული გამოცემა „ავტოექსპრესი“ იუწყება, შემდეგი თაობის „რეინჯ როვერი“ გრძელბაზიანი ვერსიითაც გამოვა. ასეთი ვარაუდის საშუალებას იძლევა ის მსტოვრული ფოტო, რომელიც გამოცემამ მოიპოვა და თავის გვერდზე გამოაქვეყნა. ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა პარიზის მოტორ შოუზე იგეგმება.

„მაკლარენს“ პიტსტოპის რეკორდმა ფრთები შეასხა (ვიდეო)

McLaren bullish after new pitstop record during the German Grand Prix
23 ივლისი
„მაკლარენის“ სპორტული დირექტორი სემ მაიკლი ამბობს, რომ გუნდმა წერტილი დაუსვა პიტსტოპებზე უგერგილო გარჯას, რისი დასტურიცაა ის ფაქტი, რომ გერმანიის დიდი პრიზის რბოლისას, გუნდის მექანიკოსები ჯენსონ ბატონს 2.31 წამში მოემსახურნენ. ეს კი, მიუხედავად იმისა, რომ FIA-ს (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) მიერ ოფიციალურად 2.4 წამია დაფიქსირებული, რეკორდული მაჩვენებელია.

ბასკური „ჰირიკო ფოლდი“ ევროპის დაპყრობას მალე დაიწყებს (ვიდეო)

Hiriko Fold Micro-EV Set For Urban Takeover of Europe!
23 ივლისი

ეს ძალიან პატარა, დასაკეცი ელექტრომობილი ერთხელ უკვე გაგაცანით (http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/01/blog-post_25.html). ის ბასკური პროექტია და როგორც ჩანს, უბრალო კონცეპტუალურ ავტომობილად დარჩენა არ უწერია, რადგან სერიოზული მხარდაჭერა აქვს არამხოლოდ ესპანეთის მთავრობისგან და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისგან, არამედ ევროკომისიისგან და მისი პორტუგალიელი პრეზიდენტის, ჟოსე მანუელ ბაროსოსგანაც.

„კიამ“ ახალ სედან „სერატოს“ ესკიზები გამოაქვეყნა

All-New 2014 Kia Forte / Cerato Compact Sedan Closely Modeled After the Cee'd gets Teased
23 ივლისი
„კიამ“ კომპაქტურ სედან „სერატოს“ (ბევრ ბაზარზე მას ფორტე ჰქვია) წარმოება 2008 წელს დაიწყო, ერთი წლის შემდეგ ბაზარზე მისი კუპესძარიანი ვერსია გამოუშვა, კიდევ ერთი წლის შემდეგ კი მყიდველს ხუთკარიანი ჰეჩბეკიც შესთავაზა. გავიდა სულ რაღაც ოთხი წელი და კორეული კომპანია ამ პატარა ოჯახის ახალი თაობის მოდელების გამოშვებაზე ალაპარაკდა.

მარია დე ვილოტა ესპანეთში დაბრუნდა


Maria de Villota returns to Spain to continue recovery after Marussia test crash
23 ივლისი
ფორმულა ერთის გუნდ „მარუსიას“ ესპანელი ტესტ მრბოლი მარია დე ვილოტა შინ დაბრუნდა და გამოჯანმრთელებას იქ გააგრძელებს. შეგახსენებთ, რომ ქალმა მრბოლმა, თავის ქალის და სახის მძიმე ტრავმები დაქსფორდის აეროპორტში, მანქანის ტესტირებისას მომხდარი ავარიის შედეგად მიიღო.