Tuesday, July 24, 2012

„მაკლარენს“ უნგრეთისთვისაც სიახლეები აქვს

McLaren plans further upgrades for the Hungarian Grand Prix
24 ივლისი

„მაკლარენმა“ უნგრული დიდი პრიზისთვის რამდენიმე, ძირითადად აეროდინამიკური სიახლე აქვს მომზადებული და იმედოვნებს, ჰოკენჰაიმის მსგავსად, ბუდაპეშტშიც კონკურენტუნარიანი იქნება. გერმანიაში ინგლისურმა გუნდმა მანქანაზე ახალი სარადიატორე კორპუსები და გამოსაბოლქვი დააყენა, რამაც სასურველი შედეგი მოიტანა.

„ბენტლი“ უგზოობის ავტომობილის წარმოებისთვის ემზადება

Bentley Extends Shutdown to Prepare for SUV Production
24 ივლისი
„ბენტლიმ“ თავის ქრიუს (ინგლისი) ქარხნის თანამშრომლებს გამოუცხადა, რომ მალე ამ ქარხანაში უგზოობის ავტომობილის წარმოებას დაიწყებს, რაც იქ დასაქმებულებს მინიმუმ 14-წლიან გარანტიას აძლევს იმისას, რომ ისინი სამუშაოს არ დაკარგავენ. ეს ინფორმაცია გაზეთმა „სენტინელმა“ გაავრცელა, რაზეც „ბენტლის“ კომენტარი არ გაუკეთებია.

„როლს როის გოსტ კუპე“, ან „კორნიში“

Spyshots: Rolls Royce Ghost Coupe or Corniche
24 ივლისი
„როლს როისმა“ თავის ლიმუზინ „ფანტომის“ ბაზაზე, მისი ღია ვერსია, სახელად „დროპჰედ“ შექმნა, რომელსაც უფრო სახმელეთო იახტას უფრო უწოდებ, ვიდრე კაბრიოლეტს. ამჯერად კი ბრიტანული კომპანია თავის მეორე მოდელს, „ფანტომთან“ შედარებით მომცრო „გოსტს“ მიადგა, რომლის ბაზაზეც ორკარიან ვერსიას ამზადებს.

„ჰიუნდაი“ ბრაზილიისთვის კომპაქტურ HB20-ს ამზადებს

Hyundai Teases HB20 Compact in Brazil
24 ივლისი
„ჰიუნდაიმ“ გამოაქვეყნა ფოტო ტიზერი ავტომობილისა, რომლის წარმოებასაც მალე ბრაზილიაში დაიწყებს. ავტომობილის სახელია HB20 და მასში აბრევიატურა „ჰიუნდაი ბრაზილს“ ნიშნავს, რიცხვი 20 კი პლატფორმის ზომას, რომელზეც ავტომობილი აიგება. რეალურად, ეს შეიძლება იყოს სედან i20-ის სახეშეცვლილი ვარიანტია. მისი დიზაინი კი „თხევადი სკულპტურის“ სტილშია შესრულებული.

„ტოიოტა“ 200 მილიონიან ზღვარს გასცდა

Toyota's All-Time Sales Surpasses 200 Million Mark
24 ივლისი
„ტოიოტა მოტორ კორპორეიშნმა“ გამოაცხადა, რომ ივნისში მნიშვნელოვანი, ისტორიული ზღვარი გდალახა - მე-200 მილიონე ავტომობილი გამოუშვა. ამისათვის მას 76 წელი და 11 თვე დასჭირდა. პირველი ავტომობილი, რომელიც „ტოიოტა აუტომატიკ ლუმ უორკსმა“ 1935 წლის აგვისტოში გამოუშვა, მსუბუქი სატვირთო ავტომობილი (თანამედროვე საზომით პიკაპი) „მოდელი G1“ იყო.