Thursday, August 2, 2012

ჰამილტონს მის მიერ მოპოვებული თასების შენარჩუნება სურს


Lewis Hamilton says keeping trophy a major factor in McLaren contract talks
2 აგვისტო
ლუის ჰამილტონი ამბობს, რომ „მაკლარენთან“ კონტრაქტის გაგრძელებაზე იმოქმედებს გუნდთან შეთანხმება, რომელიც მის მიერ მოპოვებული თასების ორიგინალების თავისთვის დატოვების უფლებას მისცემს. ასეთი განცხადების მიუხედავად, ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ჰამილტონი და „მაკლარენი“ მომავალშიც ერთად იქნებიან.

„ფორდის“ 1.0-ლიტრიან „ეკობუსტს“ ცხენის ძალები მოემატა


Superchips Gives Focus 1.0-Liter EcoBoost 145 Hp
2 აგვისტო
ძრაის კონტროლის ელექტრონული სისტემის პროგრამის შეცვლით, ბრიტანულმა სატუნინგო კომპანია „სუპერჩიპსმა“,„ფორდის“ 1.0-ლიტრიანი სამცილინდრიანი ძრავი, რომელიც ახლახანს წლის საუკეთესო ძრავად აღიარეს, კიდევ უფრო დახვეწა და გააძიერა.

„რენო“ ინდოეთისთვის „ტატა ნანოს“ მეტოქეს ამზადებს

Renault Working on Tata Nano Rival in India
2 აგვისტო
ინდური ბაზრისთვის „რენო“ სრულიად ახალსა და ძალიან პატარა, ჰეჩბეკ „პულსზე“ (ფოტოზე) მომცრო ავტომობილს ამზადებს, 800 კუბური სანტიმეტრი მოცულობის ძრავით მინიატურული ძრავით აღიჭურვება და კონკურენციას „ტატა ნანოს“, მსოფლიოს უიაფეს ავტომობილს, ასევე „ჰიუნდაი ეონს“ და „მარუტი სუძუკი ალტოს“ გაუწევს.

ახალი, რადიკალურად განსხვავებული „კოროლა“ სადებიუტოდ ემზადება

2014 Toyota Corolla Coming. Will Be Radically Different
2 აგვისტო
ორი წელიც და „ტოიოტა“ ახალ „კოროლას“ გაყიდვებს დაიწყებს. ამ ავტომობილს ბევრი სარეცხ მანქანას ადარებს - მარტივია, გამძლე და იმავდროულად, უემოციოც. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ „ტოიოტას“ ბესტსელერი მაინც ისაა, თანაც გლობალური მასშტაბით. და წარმოიდგინეთ, რა პოპულარული გახდება, უფრო დახვეწილი დიზაინიც რომ ჰქონდეს...

„ჰიუნდაი ამერიკას“ ივლისში რეკორდული გაყიდვები ჰქონდა

Hyundai America Reports Record July Sales
2 აგვისტო
„ჰიუნდაის“ ამერიკულ შტოს ივლისში რეკორდული გაყიდვები ჰქონდა. კორეულმა კომპანიამ სულ 62 021 ავტომობილი გაჰყიდა, რაც მისთვის ივლისის საუკეთესო შედეგია. წინა წლის ივლისთან შედარებით, კომპანიამ გაყიდვები 9.5 პროცენტით გაზარდა.

„BAC მონო“ წვიმაში - საჭესთან კრის ჰარისი (ვიდეო)


BAC Mono slithers around in the wet with Chris Harris
2 აგვისტო
კრის ჰარისი მანქანების სახელოვანი გამომცდელია. არაერთ ავტორიტეტულ ჟურნალში მუშაობდა და ახლა თავად ატარებს ტესტების მოკლე სესიებს და შემდეგ, მათს ვიდეო ჩანაწერებს, რუბრიკით „კრის ჰარის ონ ქარს“ აქვეყნებს. ეს ის მესაჭეა, ვისი ნათქვამიც ფასობს და ამიტომ, მწარმოებლები თავად უწყობენ ხელს თავიანთი პროდუქციის გამოცდაში. მოკლედ, ეს რომ იტყვის, მანქანა კარგიაო, ესე იგი, კარგია და წყალი არ გაუვა!