Friday, August 10, 2012

„ჰიუნდაიმ“ „ელანტრა“ განაახლა

2013 Hyundai Avante / Elantra Gains Some Subtle Tweaks in South Korea
10 აგვისტო
ქება და დიდება „ჰიუნდაის“ - კორეული კომპანია თავისი ტემპებით გვაოცებს. ამის ნიმუში კი ახლახანს, სეულში წარმოადგინა. გაიცანით განახლებული „ელანტრა“, რომლის მსოფლიო პრემიერა სულ რაღაც ორი წლის წინ შედგა და რომელზეც მტელს მსოფლიოში (მათ შორის საქართველოშიც) ბუმისებრი მოთხოვნილებაა.

„რენო“ ახალი „ალპინის“ შესაქმნელად „კატერჰემს“ დაიხმარს?

Renault to develop next Alpine with Caterham?
10 აგვისტო
„რენო“ და „კატერჰემი“ ფორმულა ერთში მეგობრობენ. რა თქმა უნდა, ეს მეგობრობა საქმიან ურთიერთობას გულისხმობს - ფრანგული კომპანია თავის პარტნიორს ძრავებს აწვდის, იმ ძრავებს, რომლებმაც „რედ ბულ რეისინგს“ ზედიზედ ორჯერ ტიტულების მოპოვებაში შეუწყო ხელი და რომლიტაც „ლოტუსი“ ამ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე (თუ ყველაზე არა) სწრაფი მანქანაა.

„ჯიპი“ უგზოობის სუბკომპაქტურ ავტომობილს გამოუშვებს

2015 Jeep B-SUV Will Be Trail-Rated
10 აგვისტო
ახალი არაა, რომ „ჯიპი“ უგზოობის სრულიად ახალ, სუბკომპაქტურ ავტომობილზე მუშაობს, რომელსაც მეტსახელად B-SUV შეარქვეს (ანუ,B-სეგმენტის უგზოობის ავტომობილი) და როგორც ამბობენ, თავისი გარეგნობის წყალობით, ის ამერიკული კომპანიის ისტორიაში ახალ ფურცელს გადაშლის.

„სუძუკი“ პარიზში კონცეპტუალურ კომპაქტურ ქროსოვერს წარადგენს

Suzuki Previews New S-Cross Compact Crossover Concept Ahead of Paris Motor Show

10 აგვისტო
პარიზის წლევანდელ მოტორ შოუზე, „სუძუკი“ ახალ კონცეპტუალურ მოდელს გამოფენს, რომელსაც „S-ქროსი“ ეწოდება და რომელიც იაპონური კომპანიის სამოდელო გამაში, სრულიად ახალ, კომპაქტური ქროსოვერების სეგმენტს შეავსებს. თავისი სიახლის პირველი გასაცნობი ფოტო ტიზერი და ესკიზი, „სუძუკიმ“ მოტორ შოუს გახსნამდე თვენახევრით ადრე გამოაქვეყნა.

"აუდი R8 E-ტრონის" სარეკორდო გარბენი ნურბურგრინგზე (ვიდეო)


თვენახევრის წინ, მარკუს ვინკელჰოკმა „აუდი R8 E-ტრონით“ , ნურბურგრინგზე სერიული ელექტრომობილების სიჩქარის რეკორდი დაამყარა. 20.8 კილომეტრი მან 8 წუთსა და 09.099 წამში გაიარა. ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ეს უჩვეულოდ ჩუმად გააკეთა - ავტომობილს ხომ ელექტროძრავი ამოძრავებს, რომელიც ძალიან ჩუმად მუშაობს.