Thursday, August 16, 2012

„მაკლარენ MP4-12C“ რბოლებისთვის

McLaren's New Track-Focused 12C Can-Am Edition Concept with 630HP
16 აგვისტო
„მაკლარენმა“ პებლ ბიჩის (კალიფორნია) ელეგანტურობის კონკურსის დამსწრე საზოგადოებას სასიამოვნო სიურპრიზი - თავისი ჯერჯერობით ერთადრთი ავტომობილის, MP4-12C-ის სარბოლო კონცეპტუალური ვერსია მოუმზადა, ავტომობილისა, რომელმაც მალე ამერიკულ სარბოლ სერიებში (კერძოდ, კან ამ-ის სერიაში) უნდა მიიღოს მონაწილეობა.

მეორე „ბეემვე ძაგატო როდსტერის“ პრემიერა პებლ ბიჩში


First Official Photo Teaser of New BMW Zagato Roadster Concept
16 აგვისტო
სამი თვეც არ გასულა მას შემდეგ, რაც „ბეემვემ“ და „ძაგატომ“ ვილა დ’ესტეს ელეგანტურობის კონკურსზე, ერთობლივი კონცეპტუალური როდსტერი წარადგინეს. და აი, ამავე თემაზე, უკვე მეორე კონცეპციაც აქვთ მომზადებული, რომელსაც პებლ ბიჩის (კალიფორნია) ელეგანტურობიბის კონკურსზე, ამ უქმეებზე წარადგენენ.

„პორშე პანამერა უნივერსალი“ პარიზში


Porsche bringing Panamera wagon concept to the Paris Motor Show
16 აგვისტო
თუ ავტომწარმოებლებს ჰკითხავთ, რა სურვილები აქვთ მყიდველებს ამათუიმ ავტომობილის მომავალი თაობის მოდელთან დაკავშირებით, ერთ-ერთი პასუხი აუცილებლად იქნება - უფრო ფართო და კომფორტულ სალონს. ამ მხრივ, გამონაკლისები არც „პორშე პანამერას“ მყიდველები არიან. მათ სურთ, რომ „პანამერას“ უფრო დიდი საბარგული ჰქონდეს.

„ჰიუნდაი“ „ბეემვეს“ მე-3 სერიის კონკურენტის გამოშვებას აპირებს

Hyundai Mulling Over the Possibility of a BMW 3-Series Sedan Rival
16 აგვისტო
„ჰიუნდაი“ ბოლო წლებში გაყიდვების რეკორდებს რეკორდებზე ამყარებს, თუმცა მის პროდუქციაზე მოთხოვნის განუხრელი ზრდის მიუხედავად, ყველანაირად ცდილობს, არ გაზარდოს საწარმოო სიმძლავრეები. კორეული კომპანიის ხელმძღვანელობისთვის მთავარი მაღალი ხარისხის შენარჩუნებაა, რაც მომხმარებლებს შორის ავტორიტეტის გამყარებისთვის საუკეთესო საშუალებაა.

უსაფრთხოების კარკასის მიერ გადარჩენილი ორი სიცოცხლე (ვიდეო)

Dissecting the safety cage that saved Jeremy Foley's life at Pikes Peak
16 აგვისტო
ამ ავარიის ნახვისას, ძარღვებში სისხლი გაგეყინებათ. „მიცუბიში ევოლუშნ 8-ით“ მოასპარეზე ჯერემი ფოლიმ, მოსახვევის გავლისას, მანქანა ვერ დაიმორჩილა და კლდიდან გადაეშვა. მანქანამ 14 ყირა შეასრულა, 45-გრადუსიან ფერდობზე თითქმის 35 მეტრი იფრინა და ლოდების გროვა რომ არა, არავინ იცის, სად გაჩერდებოდა.