Wednesday, September 5, 2012

ჰამილტონი „მერსედესში“ არ გადადის

McLaren say no truth in Hamilton to Mercedes report
6 სექტემბერი

„მაკლარენმა“ უარყო ბიბისის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლუის ჰამილტონი გუნდს ტოვებს და მომავალი სეზონიდან, „მერსედესში“ მიხაელ შუმახერის ადგილს დაიკავებს. „ლუის ჰამილტონის მენეჯერებს ვესაუბრეთ და მათ გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, - როიტერსთან საუბრისას განაცხადა „მაკლარენის“ წარმომადგენელმა.

ალექს ძანარდიმ პარალიმპიური ოქრო მოიპოვა!


Alex Zanardi wins gold in 2012 Paralympic handcycling race
5 სექტემბერი
ფორმულა ერთისა და ინდიქარ-ის ყოფილი პილოტი, იტალიელი ალექს ძანარდი, ლონდნის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა ჰენდბაიკით რბოლაში, რომელიც ბრენდს ჰეჩი სარბოლო ტრეკზე ჩატარდა. 45 წლის ძანარდიმ ორივე ფეხი ჩემპქარ-ის (ეს სერია შემდგომში ინდიქარ-ს შეუერთდა)გერმანიის ეტაპზე მომხდარ უმძიმეს ავარიაში დაკარგა. ერთი ფეხი მუხლში აქვს ამპუტირებული, მეორე კი - მუხლს ზევით.

„მაკლარენმა“ ახალი სუპერ ავტომობილის ტიზერი გამოაქვეყნა

McLaren Teases New Paris Show-Bound Supercar; Could it be a Concept for the F1 Replacement?
5 სექტემბერი
რაც უფრო ახლოვდბა პარიზის მოტორ შოუ, მით უფრო მეტი კომპანია აქვეყნებს ამა თუ იმ დოზით ინფორმაციას იმ ავტომობილებზე, რომელთა გამოფენასაც შოუზე აპირებს. ამ მარაქაში ახლახანს „მაკლარენიც“ გაერია, რომელმაც ინტერნეტით, თავისი ახალი სუპერ ავტომობილის ფოტო ტიზერი გაავრცელა.

„მაკლარენი“ შეიძლება ელექტრომობილების ფორმულა E-ში ჩაებას

McLaren Looking to Enter FIA Formula E
5 სექტემბერი
2014 წელს სტარტს აიღებს ფორმულა E - ელექტრული ღიაბორბლიანი ავტომობილების სარბოლო სერია, რომელშიც შესაძლოა, მონაწილეობა სახელოვანმა ბრიტანულმა გუნდმა „მაკლარენმაც“ მიიღოს.

„კასკადა“ – „ოპელის“ ახალი კაბრიოლრტი

New Opel Convertible is called Cascada
5 სექტემბერი
„ოპელმა“ და მისმა ბრიტანულმა ტყუპისცალმა „ვოქსოლმა“ გამოაქვეყნეს მათი უახლესი ღია ავტომობილის ფოტო ტიზერი, ავტომობილის, რომელსაც „კასკადა“ უწოდეს. სახელი „კასკადა“ არის ესპანური სიტყვა, რომელიც ჩანჩქერს ნიშნავს, ასო „ა“ კი „ოპელის“ ტრადიციისამებრ არის დამატებული - ამ კომპანიის ყველა მოდელის სახელი სწორედ ამ ასოზე მთავრდება.

მონცაზე გროჟანს დ’ამბროზიო შეცვლის


Lotus confirms Jerome d'Ambrosio will replace Romain Grosjean at Monza
5 სექტემბერი
„ლოტუსმა“ გამოაცხადა, რომ იტალიის დიდ პრიზზე, დისკვალიფიცირებულ ფრანგ რომენ გროჟანს ბელგიელი ჯერომ დ’ამბროზიო შეცვლის. შეგახსენებთ, რომ გროჟანმა ერთ რბოლაზე დისკვალიფიკაცია მას შემდეგ მიიღო, რაც მისმა ზედმეტად აგრესიულმა მანევრმა, ბელგიური რბოლის სტარტზე დიდი ავარია გამოიწვია.