Thursday, September 6, 2012

„იაგუარ ლენდ როვერი“ დეტროიტის ავტო შოუს გამოტოვებს

Jaguar Land Rover to Skip Detroit Auto Show for New Delhi Auto Expo
6 სექტემბერი
როდესაც ინდურ სამრეწველო კონგლომერატ „ტატას“ საავტომობილო შტომ „ფორდისგან“ ორი ინგლისური კომპანია - „ლენდ როვერი“ და „იაგუარი“ შეისყიდა, ბევრმა ჩათვალა, რომ ორივე კომპანია მალე დაკარგავდა თავის შარმს და მიმზიდველობას და ბაზრის მოთხოვნების უსიტყვო შემსრულებელი გახდებოდა. მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ საპირისპირო ხდება!

„ფორდი“ ევროპაში ახალ „კუგას“, „ეკოსპორტსა“ და „ეჯს“ შეიტანს

Ford to Expand European SUV Lineup with New Kuga, EcoSport and Edge
6 სექტემბერი
ფორდ ეკოსპორტი
„ფორდი“ მტკიცედ მიჰყვება თავის ახალ სტრატეგიას, რაც მისი სამოდელო გამის სრულ გლობალიზაციას (შესაძლოა, ეს პროცესი მის პიკაპებს არ შეეხოს) ითვალისწინებს. ამის დასტური, კომპანიის ამსტერდამულმა რანდევუმ მოგვცა, რომელზეც ამერიკულმა კომპანიამ ევროპულ ბაზარზე რამდენიმე ისეთი მოდელის შეტანის შესახებ გამოაცხადა, რომლებსაც ადრე ძველ კონტინენტზე ვერ ნახავდით.

„ჰიუნდაი“ ხუთწლიანი გარანტიის ათწლიან იუბილეს აღნიშნავს


Hyundai Celebrates 10 Years of 5-Year Warranty
6 სექტემბერი
10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ჰიუნდაიმ“ მყიდველს პირველად მიჰყიდა ავტომობილი ხუთწლიანი გარანტიით. ამასთან, კორეული კომპანია მყიდველს საგარანტიო ვადაში შეუზღუდავ გარბენსაც სთავაზობს. და ეს გარანტიები რომ უსაფუძვლო არაა, ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს.

„მუსტანგი“ ევროპაშიც გაიყიდება

Ford Confirms New Mustang for European Market
6 სექტემბერი

დღეს „ფორდმა“ ამსტერდამში სპეციალური ფორუმი, სახელად „გოუ ფართერ“ (შემდგომი წინსვლა) ჩაატარა, რომელზეც თავისი ევროპული გეგმები გამოაქვეყნა. ამ გეგმებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ მალე პოპულარული პონი ქარი „მუსტანგი“, ევროპის ბაზარზეც გაიყიდება. ოღონდ, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც ბაზარზე მომავალი თაობის „მუსტანგი“ გამოვა.

როგორი შეიძლება იყოს „ფერარი F70“

This is what the Ferrari F70 might really look like
6 სექტემბერი
პარიზის მოტორ შოუზე ერთდროულად რამდენიმე კომპანია წარადგენს თავის ახალ სუპერ ავტომობილს. მათ შორის არიან „მაკლარენი“, „ფერარი“ და შესაძლოა, „ლამბორგინიც. პირველი ლეგენდარული F1-ის შთამომავალს ამზადებს, მესამე „გალარდოს“ შემცვლელს, „ფერარი“ კი ლეგენდარული „ენცოს“ შთამომავალს. რა თქმა უნდა, ყველა ავტომობილის გარეგნობა ამ ეტაპზე გასაიდუმლოებულია.