Saturday, September 22, 2012

ახალი „ფორდ ტრანზიტ კასტომი“ წლის საუკეთესო ვენი გახდა

New Ford Transit Custom Wins ‘International Van of the Year’
22 სექტემბერი

ჰანოვერის კომერციული ავტომობილების საერთაშორისო გამოფენაზე, წლის საუკეთესო ვენის ტიტული „ფორდის“ უახლეს „ტრანზიტ კასტომს“ მიენიჭა. ეს არის „ტრანზიტის“ ოჯახის მეოთხე ავტომობილი, რომელმაც ასეთი აღიარება დაიმსახურა.

„ვოლვო V40 ქროს ქანთრი“ პარიზის მოტორ შოუს წინ

New Volvo V40 Cross Country Photos Released in Advance of the Paris Motor Show
22 სექტემბერი
პარიზული ავტოგამოფენისთვის, „ვოლვოს“ თავისი ყველაზე მცირეზომიანი ქროსოვერი - „V40 ქროს ქანთრი“ აქვს მომზადებული. სხვათა შორის, ადრე იყო ვარაუდი, რომ შვედური კომპანია ამ ავტომობილს XC40-ის სახელით გაგვაცნობდა, თუმცა ასე არ მოხდა.

ალონსოს კვარცხლბეკი სჭირდება


Alonso eyes podium to keep title bid ticking along
22 სექტემბერი
სინგაპურული კვალიფიკაციის შემდგ, რომელზეც მეხუთე ადგილი დაიკავა, ფერნანდო ალონსომ აღიარა, რომ მისთვის ლუის ჰამილტონი მიუწვდომელი იყო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ესპანელი ყურების ჩამოყრას აპირებს. ის 37 ქულას უგებს ჰამილტონს და თვლის, რომ სინგაპურის რბოლაში კვარცხლბეკის დაკავება შეუძლია.

კალენდრიდან ვალენსია ამოვარდა

Valencia dropped from provisional 2013 F1 calendar
22 სექტემბერი

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) 2013 წლის სეზონის კალენდრის წინასწარი ვარიანტი გამოაქვეყნა, რომელშიც ისევ 20 ეტაპი შედის, იქ არაა ევროპის დიდი პრიზი და შესაბამისად, ვალენსიას ტრეკი. მათი ადგილი აშშ-ის დიდმა პრიზმა დაიკავა, რომელსაც ნიუ ჯერსის საქალაქო ტრასამ უნდა უმასპინძლოს.

მალდონადოს მეორე სასტარტო ადგილი კარგად აქვს დაცდილი


Good omens for Maldonado in Singapore
22 სექტემბერი
პასტორ მალდონადო ფ1-ში მეორე სეზონს ატარებს და პირველ გამარჯვებას უკვე გაუსინჯა გემო. ეს ესპანეთში მოხდა და მაშინაც რბოლა მეორე ადგილიდან დაიწყო. და მაშინაც მას მხოლოდ ლუის ჰამილტონმა აჯობა. ოღონდ, ბარსელონაში ბრიტანელს რეგლამენტის დარღვევის გამო (ცოტა საწვავი ესხა) შედეგი გაუუქმეს. და ვენესუელელმა მთელი რბოლა ისე გაიარა, როგორც გასულ სეზონში სებასტიან ფეტელი იგებდა...

ჰამილტონი სინგაპურის პოულზე

Hamilton storms to pole position in Singapore
22 სექტემბერი
მარცხნიდან:  მალდონადო, ჰამილტონი და ფეტელი
ლუის ჰამილტონმა იოლად მოიგო სინგაპურის დიდი პრიზის პოულ პოზიცია. ის მეტოქეებზე იმდენად სწრაფი იყო, რომ მიუხედავად ბოლო წრეზე დაშვებული შეცდომისა, მაინც მოახერხებდა პოულის მოპოვებას. შეცდომაცაა და შეცდომაც - ბრიტანელის მანქანა უკანა მარჯვენა ბორბლით კედელს შეეჯახა, მაგრამ ამის მიუხედავად, მეორე დროის მქონე პასტორ მალდონადოს მაინც ორი მეათედი წამით აჯობა. ისე კი მას თითქმის ნახევარი წამით აჯობა.