Tuesday, September 25, 2012

„მაკლარენ P1“ - მხოლოდ ფოტოგალერეა


New Photo Gallery Offers a Better Look at McLaren's P1 Hypercar
25 სექტემბერი
ორი დღეც და „მაკლარენს“ ამ ავტომობილთან დაკავშირებით, დასამალი აღარაფერი ექნება. რაც ამ ეტაპზე P1-ის შესახებაა ცნობილი, უკვე გაგაცანით (იხილეთhttp://autopanoramaf1.blogspot.com/2012/09/p1-f1.html). მხოლოდ იმას დავამატებთ, ესაა კონცეპტუალური ვერსია და მის სერიულ ვარიანტს ალბათ ჟენევაში ან დეტროიტში გვიჩვენებენ. წარმოება კი ამ (მეორე) ჩვენებიდან ზუსტად ერთ წელიწადში დაიწყება.

„ლუმენო ნეომა როდსტერი“ - პატარა ფრანგული ელექტრომობილი

Loumeneo Neoma Roadster EV Ready for Paris Debut
25 სექტემბერი
ელექტრომობილების მწარმოებელი ფრანგული კომპანია „ლუმენეო“ ამჟამად მხოლოდ ორ ავტომობილს აწარმოებს - ორადგილიან „სმერას“ და ოთხადგილიან „ნეომას“. პარიზის მოტორ შოუს დამთვალიერებელს კი სრულიად ახალ ავტომობილს წარუდგენს. ეს იქნება ღია ავტომობილი, სახელად „ნეომა როდსტერი“.

ელექტრული „ტოიოტა iQ“ მხოლოდ 100 ცალი გაიყიდება


All-Electric iQ Revealed, but Only 100 will be Produced
25 სექტემბერი
მართალია, სვლის სიშორით, ელექტრომობილი სათანადო კონკურენციას ვერც ჰიბრიდს უწევს და ვერც შიდაწვისძრავიან ავტომობილს, ქალაქის პირობებში, მისი სვლის სიშორე საკმარისზე მეტია. ამასთან, ენერგიის შევსებას დიდი დრო უნდა, და არც დასამუხტი ინფრასტრუქტურაა განვითარებული, რაც ელექტრომობილს ჯერჯერობით ნაკლებად სასურველს ხდის. თუმცა, საავტომობილო კომპანიები მაინც ინტერნსიურად მუშაობენ ელექტრომობილების შესამუშავებლად, რათა სიტუაციის შეცვლას სრულ მზადყოფნაში დახვდნენ.

ლაუდა: ჰამილტონი „მაკლარენში“ რჩება


Mercedes' Lauda says Hamilton staying at McLaren
25 სექტემბერი
ნიკი ლაუდა და "დაიმლერის" შეფი დიტერ ცეტშე
ნიკი ლაუდამ განაცხადა, რომ ლუის ჰამილტონი „მაკლარენში“ რჩება და ეს პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ერთი შეხედვით, ლაუდას რა ხელი უნდა ჰქონდეს „მაკლარენთან“ და ჰამილტონთან - ის გერმანულ ტელეარხ RTL-ის თანა-კომენტატორია.