Wednesday, October 3, 2012

ამერიკაში „დეფენდერი“ ახალი თაობის მოდელით დაბრუნდება

Land Rover Defender will return to U.S. in next generation
3 ოქტომბერი
ამერიკის ბაზარზე განსაკუთრებული პოპულარობით პიკაპები და უგზოობის ატომობილები სარგებლობს. მაგრამ უკვე 14 წელია, ამერიკელებს ლეგენდარული „ლენდ როვერ დეფენდერის“ შეძენის საშუალება არ აქვთ. თუმცა, მალე ალბათ ამის შესაძლებლობა მიეცემათ - გამოცემა „ქარკონექშნ“ იუწყება, რომ „ლენდ როვერი“ ამერიკაში თავის ლეგენდარულ მოდელს დააბრუნებს. ოღონდ, ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც ახალი თაობის „დეფენდერის“ წარმოებას დაიწყებს.

კუბიცა მომავალ სეზონში დაბრუნებას აპირებს


Robert Kubica aiming to complete full championship in 2013
3 ოქტომბერი
რობერტ კუბიცა იმედოვნებს, რომ მომავალ სეზონში, ფორმულა ერთში დაბრუნებას შეძლებს. ახლახანს მან სამ რალიზე იასპარეზა დამათგან ორი მოიგო. მართალია, ჯერ მარჯვენა ხელის ფუნქცია სრულად ვერ აღიდგინა, მაგრამ დარწმუნებულია, რომ უმნიშვნელო რბოლებში მონაწილეობა, რეაბილიტაციაში დაეხმარება. ამასთან, პოლონელი მრბოლი აღიარებს, რომ რეალურად, დაბრუნებაზე ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა მისი მიზანი სწორედ ესაა და იმედი აქვს, რომ ამ მიზანს მიაღწევს.