Saturday, November 10, 2012

სრულიად ახალი „მაზერატი კვატროპორტე“

All-New 2013 Maserati Quattroporte Officially Revealed
10 ნოემბერი
„მაზერატი“ თავის ლუქს სპორტ სედან „ქვატროპორტეს“ მეექვსე თაობის მოდელის მსოფლიო პრემიერას დეტროიტის მოტორ შოუზე გეგმავს, თუმცა პრემიერამდე კარგა ხნით ადრე, ამ ავტომობილის ფოტოები გამოაქვეყნა. ამასთან, სხვა ინფორმაცია თავისი ფლაგმანის შესახებ, რომლითაც კონკურენცია მე-7 სერიის „ბეემვეს“, „იაგუარ XJ-ს“ და „მერსედეს-ბენცის“ S-კლასს უნდა გაუწიოს, საიდუმლოდ შეინახა.

„მაზდა“ მექსიკაში მანქანებს „ტოიოტასთვისაც“ ააწყობს

Mazda to build small Toyota in Mexico for US consumption
10 ნოემბერი
ნუ გაგიკვირდებათ, რადგან ასეთი თანამშრომლობა კომპანიებს შორის საკმაოდ გავრცელებულია. თუმცა „ტოიოტასა“ და „მაზდას“ შორის ალბათ პირველად ხდება. იაპონურმა კომპანიებმა გამოაცხადეს, „მაზდა“ თავის მექსიკურ ქარხანაში, „მაზდა2-ის“ ბაზაზე, „ტოიოტასთვის“ სუბკომპაქტურ ავტომობილებს გამოუშვებს. ქარხანაში წლიურად ასეთი 50 000 ავტომობილი დამზადდება. პროექტით, წარმოების დაწყება 2015 წელს იგეგმება, მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში კი წარმოება 90 000-მდე გაიზრდება.

რაიკონენი უფრო მეტს გვპირდება

Kimi Raikkonen promises Abu Dhabi win is just the start
10 ნოემბერი
აბუ დაბიში გამარჯვების შემდეგ, კიმი რაიკონენს მადა გაეხსნა. ყოველ შემთხვევაში, ფინელი პილოტი თავის ფანებს პირდება, რომ მისგან და „ლოტუსისგან“ უფრო მეტია მოსალოდნელი. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი ფ1-ში ამ სეზონში დაბრუნდა და მიუხედავად იმისა, რომ აბუ დაბიმდე მოგება არ ჰქონდა, მაინც ტიტულის მაძიებელთა შორის იყო. გამარჯვების შემდეგ კი ჩემპიონობის შანსი დაკარგა. აბუ დაბიში მოპოვებული დიდი პრიზი, ფ1-ში მის მიერ მოპოვებული მე-19 გამარჯვებაა.

„ფორდ ფიუჟნის“ უსაფრთხოებამ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა


2013 Ford Fusion nabs IIHS Top Safety Pick
10 ნოემბერი
ამერიკის ავტომაგისტრალზე უსაფრთხოების სადაზღვევო ინსტიტუტმა (IIHS) მეორე თაობის „ფორდ ფიუჟნს“ უმაღლესი შეფასება მიანჭა. ეს ამ ავტომობილის ზედიზედ მეორე მსგავსი აღიარებაა. ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ „ფიუჟნის“ მძღოლის და მგზავრები მაქსიმალურად დაცულნი არიან როგორც წინიდან, ასევე გვერდიდან შეჯახებისას. მანქანამ საუკეთესო შეფასება მიიღო სახურავის გამძლეობის ტესტირებისას, ასევე სავარძლის დინამიური საკისრეების ტესტირებისას.

გამარჯვება აფეთქებული მანქანით (ვიდეო)

Watch Jack Beckman's NHRA funny car explode, still win race
10 ნოემბერი

NHRA-ს (ნეიშნლ ჰოტ როდ ესოსიეიშნ - ჰოტ როდების ეროვნული ასოციაცია) კლას „ფანი ქარ-ის“ ტიტულისთვის მებრძოლ ჯეკ ბეკმენს, პომონას (კალიფორნია) რბოლის საკვალიფიკაციო გარბენისას (ხუთშაბათს), გამარჯვებაში ხელი ვერც მანქანის აფეთქებამ შეუშალა. მის დრაგსტერს, რომელსაც „დოჯ ჩერჯერის“ მსგავსი ძარა ედგა, სტარტიდან ცოტა ხანში ცეცხლი გაუჩნდა და უცებ აფეთქების ხმაც გაისმა, რამაც მანქანის ძარა ნაფლეთებად აქცია. საბედნიეროდ, პილოტი და მანქანის სავალ ნაწილი გადარჩნენ და ცეცხლმოდებულებმა, ფინიშის ხაზიც ჰადაკვეთეს (სტარტიდან 4.117 წამში). ამ დროს, ეკიპაჟის სიჩქარე 437 კმ/სთ იყო...