12 ნოემბერი
მსოფლიოს წამყვან ავტოკომპანიებს ახალი გატაცება
აქვთ. ესაა პატარა საქალაქო ავტომობილები, რომლებიც ელექტრო ენერგიაზე მუშაობენ და
რომელთა სალონიც მხოლოდ ერთ, ან ორ ადამიანს იტევს. ამ მიმართულებით ლიდერი „რენოა“,
რომელმაც უკვე დაიწყო ორადგილიანი (სავარძლების ტანდემური განლაგებით) „ტვიზის“
წარმოება, რომელიც ბევრი ნიშნით, კვადროციკლადაც კი შეიძლება ჩაითვალოს.