Wednesday, November 14, 2012

ფეტელი: მე და ალონსო თანაბრად ვიმსახურებთ გვირგვინს

Vettel says he and Alonso are equally worthy of 2012 F1 crown
14 ნოემბერი

სებასტიან ფეტელი თვლის, რომ ის და ფერნანდო ალონსო ერთნაირად იმსახურებენ ჩემპიონის გვირგვინს. მართალია, ესპანელს საუკეთესო მანქანით ასპარეზობა არ უწევს, მაგრამ ის მთელი სეზონის განმავლობაში, ტიტულისთვის იბრძვის. მაგრამ არდადეგების შემდეგ, გერმანელმა სინგაპურიდან ინდოეთამდე ზედიზედ ოთხი რბოლა მოიგო და 42-ქულიანი ჩამორჩენი აღმოფხვრა შესძლო და ახლა თავად უგებს 10 ქულას.

ასე იხვეწებოდა „SLS AMG ბლექ სერიზის“ თიხის სკულპტურა

Watch the SLS AMG Black Series Come to Life in Clay!
14 ნოემბერი
გაინტერესებთ, როგორ მუშაობდნენ AMG-ს სპეციალისტები სუპერ ავტომობილ SLS-ზე, რომელიც „მერსედეს-ბენცმა“ ახლახანს ვერსია „SLS AMG ბლექ სერიზის“ სახით გაგვაცნო? როგორ იხვეწება ისედაც უკვე ლეგენდარული ავტომობილის ფორმები? ავტომობილზე, რომელიც 6.3-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი (631 ცხენის ძალით)? ავტომობილზე, რომელშიც მდიდარი ენთუზიასტები ბევრი ფიქრის გარეშე იხდიან ნახევარ მილიონ ევროს? ავტომობილზე, რომლის მიწოდებასაც გერმანული კომპანია ზაფხულში დაიწყებს?

„ფორდ ისკეიპი“ გამოცემა „პოპულარ მექანიკსის“ რჩეულია


Ford Escape named first-ever Popular Mechanics Car Of The Year
14 ნოემბერი
წლის ბოლო მოახლოვდა და მსოფლიოს საავტომობილო, თუ ავტომობილებთან ასეთუისე დაკავშირებულმა გამოცემებმა, წლის ავტომობილის დასახელებას მიჰყვეს ხელი. მათ შორის, ერთ-ერთი პირველი, სამეცნიერო-პოპულარული გამოცემა/ჟურნალი „პოპულარ მექანიკსია“, რომელმაც თავისი არსებობის ისტორიაში პირველად, წლის საუკეთესო ავტომობილები დაასახელა.

ახალი „მაზერატი კვატროპორტე“ დიზელითაც აღიჭურვება

All-New Maserati Quattroporte to Gain V6 Diesel and All-Wheel Drive
14 ნოემბერი
ახლახანს, „მაზერატიმ“ თავის ფლაგმან „კვატროპორტეს“ მეექვსე თაობის სედანის ფოტოები გაავრცელა და მასზე საუკეთესო გამოხმაურებები მიიღო. ოღონდ, ტექნიკური მახასიათებლები საიდუმლოდ შეინახა. სამაგიეროდ, იტალიურმა გამოცემა „აუტოედიციონე.კომ-მა“ როგორღაც მოახერხა უფრო მეტის გაგება და მოპოვებული ინფორმაცია თავის მკითხველს გაუზიარა.

„იამაჰა R ქარ“ - კონცეპტუალური სუპერქარი სუპერბაიკის სულით


Yamaha R Car is a Design Study for a 'Supercar with a Superbike Soul'
14 ნოემბერი
„იამაჰა“ მთელს მსოფლიოში ცნობილია, როგორც შესანიშნავი მოტოციკლების მწარმოებელი კომპანია. ბევრმა არ იცის, რომ იაპონური კომპანია მოტორიან ნავებს, ეგრეთ წოდებულ „დასასვენებელ“ მანქანებს, საცურაო აუზის ეკიპირებას და სამრეწველო რობოტებსაც კი აწარმოებს. პრინციპში, მისი ემბლემა სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ კომპანიას ბევრი ინტერესი გააჩნია - ერთგვარი ბუნიკიანი კამერტონის მსგავსი სამი ელემენტი, სამ ქიმს ქმნის, მათი დაბოლოებები კიდევ სამს. ამგვარად, კომპანია „ყველა მიმართულებას უცქერს“...

„ტოიოტა GT 86-ის“ მინი კლონი „გაზუსგან“ (ვიდეო)

Gazoo Builds a Real-Life Mini Version of the Toyota GT 86 / Scion FR-S

14 ნოემბერი
რაც გინდათ, ამას ის უწოდეთ, გართობა, შესაძლებლობათა დემონსტრირება, სავარჯიშო... მაგრამ ფაქტია, რომ „ტოიოტას“ სარბოლ პარტნიორ კომპანია „გაზუს“ პერსონალმა, ამ საჩვენებელი გამოსვლისას, მაყურებლის თვალწინ, „დაიჰაცუს“ მინი პიკაპი „მიდჯეტ III“ დაშალეს და მის ბაზაზე, ახალი, თავშესაქცევი გარეგნობის მქონე მინი ავტომობილი ააწყვეს, რომელსაც დაკვირვებული თვალი, „ტოიოტას“ პოპულარულ კუპე GT 86-ს მიამსგავსებს.