Wednesday, October 12, 2011

”მაკლარენი” ჰამილტონზე იზრუნებს

McLaren pledges to 'take care of' under-fire Lewis Hamilton
12 ოქტომბერი
”მაკლარენის” მმართველ დირექტორ ჯონათან ნილის განცხადებით, მიუხედავად ამ სეზონში მისთვის უჩვეულოდ წარუმატებელი გამოსვლისა, ლუის ჰამილტონს ეჭვიც არ უნდა შეეპაროს იმაში, რომ გუნდი მას ბოლომდე მხარში დაუდგება. გერმანიაში გამარჯვების შემდეგ, ჰამილტონს მოწინავე სამეულში ერთი რბოლაც არ დაუსრულებია და რამდენჯერმე ავარიაშიც მოყვა. ეს მაშინ, როცა მისმა თანაგუნდელმა ჯენსინ ბატონმა ორი რბოლა მოიგო და კლასიფიკაციაშიც მეორე ადგილზე გამაგრდა.

მსოფლიოს უძველესი მოძრავი ავტომობილი 4.62 მილიონ დოლარად გაიყიდა

World's Oldest Running Car Sold for $4.62 Million
12 ოქტომბერი
მსოფლიოს უძველესი ავტომობილი, რომელსაც ჯერაც შეუძლია მოძრაობა, ”დე დიონის” ”ბუტონ ეტ ტრეპარდუ დოს-ა-დოს სტიმ რანებაუტი” (მისი მეტსახელია მარკიზი) მისმა პატრონმა აუქციონზე 4.62 მილიონ დოლარად გაჰყიდა. ეს ავტომობილი ფრანგულმა კომპანია ”დე დიონმა” 1884 წელს გამოუშვა და ის ორთქლის ძალით მუშაობს. ის უკვე 81 წელია, ერთსადაიმავე ოჯახს ეკუთვნოდა სულ კი, 127 წლის განმავლობაში, მხოლოდ ოთხი მფლობელი ჰყავდა.

სექტემბერში მეორადი ავტომობილების ფასები შემცირდა

Used vehicle prices fall in September from August, auction companies say
12 ოქტომბერი
მეორადი ავტომობილების ღირებულების ”მანჰაიმის” ინდექსმა სექტემბერში დაიწია და როგორც ”მანჰაიმის” აუქციონის ექსპერტები ვარაუდობენ, უახლოეს პერიოდში ეს ვარდნა გაგრძელდება. თუმცა, ინდექსი მაინც შედარებით მაღალ დონეს შეინარჩუნებს.

ჯერემი კლარკსონის ახალი DVD-ს ტრეილერი (ვიდეო)



”ტოპ გიარის” წამყვანმა ჯერემი კლარკსონმა და მისმა ჯგუფმა ახალი DVD დაამზადა, რომლის პრეზენტაციასაც 7 ნოემბერს გამართავენ. მანამდე კი ამ ფილმის ტრეილერი გამოუშვეს...