Tuesday, July 12, 2011

„ფოლკსვაგენმა“ ექვს თვეში 2.5 მილიონი მანქანა გაჰყიდა

Volkswagen Does It Again: Sales Jump to 2.5 million in First Half of 2011
12 ივლისი
„ფოლკსვაგენი“ გაყიდვების რეკორდებს ამყარებს და არაა გამორიცხული, რომ ამ მაჩვენებლით, წელს მსოფლიო ლიდერობაც კი იგდოს ხელთ. კომპანიის განცხადებით, მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, მის ჯგუფში შემავალმა კომპანიებმა 4 მილიონზე მეტი ავტომობილი გაჰყიდეს, აქედან 2.53 მილიონი ავტომობილი კი საკუთრივ „ფოლკსვაგენზე“ მოდის.

„ფერარი“ „ლანჩა სტრატოსის“ წინააღმდეგ?

Ferrari standing in the way of Lancia Stratos revival's production?
12 ივლისი
დიდი ხანი არაა გასული მას შემდეგ, რაც „პინინფარინამ“ გერმანელ ბიზნესმენ მიხაელ სტოშეკის (ფოტოზე, სტრატოსის გვერდზე) შეკვეთით, ლეგენდარული „ლანჩა სტრატოსის“ კონცეპტუალური ვერსია შეიმუშავა. მაშინ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ შესაძლოა, ამ ავტომობილს ძალიან შეზღუდული რაოდენობით დაამზადებდნენ კიდეც.

მეშვიდე თაობის „გოლფი“ პრემიერისთვის ემზადება

VW Golf VII Prepares for Making the Entrance
12 ივლისი
„ფოლკსვაგენი“ ინტენსიურად მუშაობს მეშვიდე თაობის „გოლფის“ შესაქმნელად. გეგმის მიხედვით, ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა ჟენევის მომავალი წლის ავტო შოუზე იგეგმება, მისი გაყიდვები კი ოქტომბერში დაიწყება. ბრიტანულ გამოცემა „ავტოექსპრესის“ ვარაუდით, ახალი „გოლფი“ ახლანდელისგან გარეგნულად დიდად განსხვავებული არ უნდა იყოს. მათ შორის ძირითადი სხვაობა კი ძარის ქვეშ იქნება ჩამალული.

„ვოლვოს“ სამი კონცეპცია სვლის სიშორის გასაზრდელად

Volvo to Develop Three Range Extender Technical Concepts
12 ივლისი
დავა არ ღირს იმაზე, რომ მალე მთელი მსოფლიოს გზებზე, ელექტრომობილები შიდაწვისძრავიან ავტომობილებს ჩაანაცვლებს. თუმცა რა დრო დასჭირდება ამ ჩანაცვლებას, ეს ზოგიერთი პრობლემის მოგვარებაზეა დამოკიდებული, რადგან ეს პრობლემები ელექტრომობილების პარამეტრებს მნიშვნელოვნად აუარესებს. პრობლემებიდან კი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, სვლის შეზღუდული სიშორეა.

ყველაზე სწრაფი ოთხადგილიანი კაბრიოლეტი მსოფლიოში

Brabus Unleash 800HP Mercedes E-Klasse Cabriolet
12 ივლისი
პოპულარულმა გერმანულმა სატუნინგო კომპანია „ბრაბუსმა“ კიდევ ერთი შედევრი შექმნა, რომელსაც ავტორებმა, მსოფლიოში უმძლავრესი და უსწრაფესი ოთხადგილიანი კაბრიოლეტი უწოდეს. ავტომობილს, რომელსაც სახელად „ბრაბუს E V12 კაბრიოლეტი“ ჰქვია და რომელიც „მერსედეს ბენცის“ E-კლასის ღია ვერსიის საფუძვლიანად გადაკეთებული ვარიანტია, 478 000 ევრო ღირს, მისი პირველი ეგზემპლარი კი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გაიგზავნა.