1962 Ferrari 250 GTO made for Stirling Moss
becomes world's most expensive car
2 ივნისი
1962 წელს გამოვებული „ფერარი 250 GTO“, რომელიც
იტალიურმა კომპანიამ სახელოვანი სტირლინგ მოსისთვის დაამზადა, ამიერიდან ყველაზე
ძვირადღირებული ავტომობილია. ამ ინფორმაციას სააგენტო ბლუმბერგი ავრცელებს.
ახლახანს მოსის 250 GTO 35 მილიონ დოლარად გაყიდულა. ეს კი სამი მილიონით მეტია
1964 წელს გამოშვებული „ფერარი 250 GTO-ს“ ფასზე. ორი წლის წინ, ჯერაც დაუდგენელ
ფასში გაიყიდა 1936 წელს დამზადებული „ბუგატი ტაიპ 157SC ატლანტიკი“, რომელშიც
მყიდველს 30-34 მილიონი დოლარია გადახდილი.
ავტომობილს, რომელიც ბრიტანელ მრბოლ სტირლინგ
მოსისთვის დაამზადა, აქვს შასის ნომერი 3505GT. ამ ავტომობილით ფ1-ის მრავალგზის
ვიცე ჩემპიონს ლე მანის 1962 წლის რბოლაში უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ამაში ხელი
ცოტა ხნით ადრე მომხდარმა ავარიამ შეუშალა, რომლის გამოც, კარიერა დაასრულა.
მანქანა რბოლაში მაინც გამოვიდა, თუმცა კვალიფიცირება ვერ შეძლო.

მოსის 250 GTO-ს ახალი მფლობელია ავტომობილების
კოლექციონერი კრეიგ მაკკოუ, რომელმაც 20 წლის წინათ, სატელეკომუნიკაციო გიგანტი AT&T
11.5 მილიარდ დოლარად გაჰყიდა. მისი ახალი შენაძენი საზოგადოების წინაშე შარშან,
პებლ ბიჩის (მონტერეი, კალიფორნია, აშშ) ელეგანტურობის კონკურსზე გამოჩნდა, სადაც 250
GTO-ს წარმოების დაწყებიდან 50 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაში
მიიღო მონაწილეობა.
No comments:
Post a Comment