Thursday, May 17, 2012

„სილვერ გოსტ“ - სკორსეზე „როლს როისის“ დამაარსებლებზე ფილმს იღებს


Martin Scorcese to produce Silver Ghost film about Rolls-Royce
17 მაისი
ოსკარის ლაურეატმა მარტინ სკორსეზემ, ასევე ოსკაროსან რჩარდ ატენბოროსთან ერთად, ახალი ფილმის - „სილვერ გოსტის“ (ვერცხლის მოჩვენება) გადაღება გადაწყვიტა, ფილმისა, რომელიც „როლს როისის“ დამაარსებლების, ჩარლზ როლსის და ჰენრი როისის ცხოვრების, მათ მიერ ლეგენდარული კომპანიის დაარსების შესახებ მოგვითხრობს. სცენარის ავტორია ჯეიმს ბონდის სერია „ოქროს თვალის“ სცენარისტი ჯეფრი კეინი, დრამატურგი - შერმან მაკდონალდი.

„ფორდ მუსტანგ მახ1“ 3000 ცხენის ძალით (ვიდეო)


Monstrous 1970s Ford Mustang Mach 1 Packs More than 3,000-horses!
17 მაისი
სადაო არაა - „ბუგატი ვეირონი“ თავისი 1001 ცხენის ძალით და მისი ტოპ ვერსია „გრანდ სპორტი“, რომელიც 1184 ცხენის ძალას იძლევა, ყველაზე მძლავრი სერიული ავტომობილების მსოფლიოში. მაგრამ მათი ეს მონაცემები სასაცილოდ მოგეჩვენებათ, როდესაც 1970 წელს გამოშვებული „ფორდ მუსტანგის“ ბაზაზე შექმნილი „ფორდ მუსტანგ მახ1-ის“ ძრავის მახასიათებლებს გაეცნობით.

„შევროლე ვოლტის“ მფლობელებმა სუპერტანკერის მოცულობის საწვავი დაზოგეს


GM Claims Volt Owners Have Collectively Saved a Supertanker of Fuel Since EV went on Sale
17 მაისი
ჯერ ორი წელი არ გასულა მას შემდეგ, რაც „შევროლემ“ თავის პლაგ-ინ ჰიბრიდულ ელექტრომობილ „ვოლტის“ გაყიდვა დაიწყო და მისმა მფლობელებმა ჯამში, შიდაწვის ძრავის გამოუყენებლად, უკვე 40 მილიონი მილის (დაახლოებით 64 მილიონი კილომეტრის) გავლა მოასწრეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველამ ერთად, 2.1 მილიონი გალონი (დაახლოებით 8 მილიონი ლიტრი) ბენზინი დაზოგა.

„ჰიუნდაი“ თურქეთში წარმოებას აორმაგებს


Hyundai to Double Annual Production Capacity in Turkey by the End of 2013
17 მაისი
„ჰიუნდაიმ“ გამოაცხადა, რომ თავის თურქულ საწარმოში, „ჰიუნდაი ასან ოტომოტივ სანაიში“ (HAOS) წარმოების წლიურ მოცულობას აორმაგებს. ამჟამად ამ ქარხნის სიმძლავრე 100 000 ავტომობილია, მომავალი წლიდან კი ეს მაჩვენებელი 200 000-მდე გაიზრდება.

ოთხი სუპერ ავტომობილი პირისპირ (ვიდეო)


ამ ვიდეოზე უცნაური შეჯიბრია ასახული, რომელიც ამერიკულმა გამოცემა „ავტომობილ მეგზინმა“ ჩაწერა. ერთმანეთს ოთხი სუპერ ავტომობილი ეჯიბრება, რომლებიც ერთმანეთისგან ფორსირების დონითაც, ძრავის სიმძლავრითაც და სხვა ბევრი მონაცემითაც განსხვავდება. მაგრამ ისინი მაინც ერთმანეთს დაუპირისპირეს. რა გამოვიდა აქედან, თავად იხილავთ.

ვინ შეცვლის მასას?


D'Ambrosio linked with Massa's 2012 seat
17 მაისი
ახლახანს „ფერარიმ“ ფელიპე მასას შედეგების გაუმჯობესება მოსთხოვა. რა იქნება, თუ მოთხოვნა არ (ვერ) შესრულდა? ამაზე ბევრი მარჩიელობა არც ღირს - ეს ყველამ კარგად იცის. რა იქნება და, არ გაგიკვირდეთ, თუ კანადაში, ან კანადის შემდეგ, მასას ნაცვლად, იტალიური საჯინიბოს მანქანის საჭეს სხვა მიუჯდეს.

მალდონადო მონაკოშიც გამარჯვებას აპირებს


New winner Maldonado looks for Monaco repeat
17 მაისი
ფორმულა ერთის წლევანდელი სეზონი იმით გამოირჩევა, რომ მის რბოლებში გამარჯვებული პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. ხუთი რბოლა, ხუთი გამარჯვებული პილოტი და ხუთიც გამარჯვებული გუნდი. ამათგან, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ყველაზე მოულოდნელი, პასტორ მალდონადოს დანახვა იყო. ნიკო როსბერგმაც კარიერაში პირველად მოიგო, ფერნანდო ალონსოს გამარჯვება კი მისთვისაც დიდი მოულოდნელობა იყო...