Saturday, August 25, 2012

„აუდი კვატრო“ ბრუნდება

Audi Quattro model to return in time for 35th anniversary?
25 აგვისტო
პარიზის 2010 წლის მოტორ შოუზე, „აუდიმ“ თავისი თაყვანისმცემლები სასიამოვნოდ გააკვირვა, როდესაც იქ კონცეპტუალური „კვატრო“ წარადგინა. მარტო ეს სახელია საკმარისი იმისათვის, რომ პავილიონში უამრავ ადამიანს მოუყარო თავი. მართალია, გამოფენაზე წარდგენილი ავტომობილი მხოლოდ უძრავი მულიაჟი იყო, მაგრამ ცოტა ხანში, გერმანული კომპანიის სპეციალისტებმა მისი მოძრავი ვერსიაც შექმნეს (S5-ის ბაზაზე). თანაც, ეს ავტომობილი, პოპულარულ R8-ზე 227 კილოგრამით მსუბუქი გამოვიდა.

დათა ქაჯაიამ ცანდფოორტის პირველი რბოლა მოიგო

25 აგვისტო
ლეჯენდსის კლასის ავტომობილების თასის გათამაშების ევროპის ეროვნებათა სერიის მე-5 ეტაპზე, რომელსაც ჰოლანდიის სანაპირო ქალაქ ცანდფოორტის ტრეკმა უმასპინძლა, დათა ქაჯაიამ პირველი სპრინტ რბოლა მოიგო. თუმცა მეორეში, ჩვენდა სამწუხაროდ და ორგანიზატორთა უცნაური საქციელის გამო, მეორე რბოლა, რომელსაც რბოლასაც ვერ დაარქმევთ, ბოლო ადგილზე დაასრულა.