Sunday, June 10, 2012

გორდონ მარი ავტოინდუსტრიაში რევოლუციას ამზადებს

Ex-F1 designer Murray claims to have slashed small-car production costs
10 ივნისი
ფორმულა ერთის ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული კონსტრუქტორი გორდონ მარი ირემუნება, რომ მას შემუშავებული აქვს ტექნოლოგიური პროცესი, რომლის წყალობითაც, პატარა ავტომობილების წარმოება მოგებიანი გახდება. მარი ამბობს, რომ ავტომობილის წარმოების მისეული სისტემა ორი ძირითადი ეტაპისგან შედგება, როცა თანამედროვე ავტოინდუსტრია ხუთეტაპიანი პროცესია.

„მოდელ T-დან მოყოლებული, ინდუსტრიას ავტომობილების წარმოების ტექნოლოგიური პროცესი პრაქტიკულად არ შეუცვლია. და ამ მოდელმა თავისი თავი ამოწურა“, - სააგენტო ბლუმბერგთან საუბრისას განაცხადა მარიმ, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, საქალაქო მინი ავტომობილების შექმნასა და მათი წარმოების პროცესის დახვეწაზე მუშაობს.
ნავთობის ფასის მუდმივი ზრდა და გამონაბოლქვზე არსებული რეგლამენტის გამკაცრების გამო, საავტომობილო კომპანიები ეკონმიური, პატარა ავტომობილების წარმოებას სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ. მაგრამ ტექნოლოგია, რომლითაც ისინი ავტომობილებს აწარმოებენ, მარის თქმით, ძალიან მოძველდა, რის გამოც, მცირელიტრაჟიანი ავტომობილების წარმოება ხშირად წამგებიანია. რეალურად, კომპაქტური ავტომობილების წარმოებისთვის თითქმის ისეთივე ინვესტიციაა საჭირო, რაც ლუქსის სედანებისთვის.
მაგრამ მარის შემუშავებული აქვს ტექნოლოგია, სახელწოდბით „აისტრიმ“, რომლის დროსაც, კომპოზიტურ მასალებს იყენებს. ეს მასალები დაახლოებით ისეთივეა, როგორიც კარბონის კომპოზიტი, თუმცა მასზე 25-ჯერ იაფია. ამ კომპოზიტს მარი შასის წარმოებისას იყენებს, რომელზეც შემდგომში ასევე კომპოზიტისა და პლასტიკისგან გაკეთებული პანელები და ძარის ელემენტები მაგრდება.
წარმოების სამი ეტაპი, რომლებზეც მარი თავისი „აისტრიმით“ უარს ამბობს, არის: ფოლადის ფურცლისგან შასის და ძარის ელემენტების ტვიფვრა, ამ ელემენტების შედუღება და ნაჟანგების მოცილება. ამასთან, ქარხნისთვის, რომლის წლიური წარმადობა 100 000 ავტომობილია, კომპანიას 85 პროცენტით ნაკლები კაპიტალი დასჭირდება.
და თუ ასეთი რევოლუციური პროცესი აქვს შემუშავებული, რატომ პასიურობენ დიდი ავტოკომპანიები? არ პასიურობენ! თავად მარი არ ჩქარობს. მისი კომპანია „გორდონ მარი დიზაინ“ „აისტრიმის“ ლიცენზიის უბრალოდ გაყიდვას არ აპირებს. ის თითქმის ყველა საავტომობილო კომპანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რომლებზეც მკაცრად მოითხოვს, რომ ამ პროცესის გამოყენების სანაცვლოდ, მისმა კომპანიამ მყიდველისგან უნდა მიიღოსავანსი და ყოველი გაყიდული ავტომობილიდან გარკვეული პროცენტი.

გორდონ მარი წარმოშობით სამხრეთ აფრიკიდანაა. პირველად მისმა სახელმა ფორმულა ერთში გაიბრწყინა. „ბრებჰემში“ მუშაობისას, მან არაერთი საინტერესო პროექტი შეიმუშავა. ფორმულა ერთიდან წამოსვლის შემდეგ, მან ლეგენდარულ სუპერ ავტომობილ „მაკლარენ F1-ის“ შექმნას უხელმძღვანელა.

როგორც თავად ამბობს, პატარა და ეკონომიური ავტომობილების წარმოების და პროცეს „აისტრიმის“ იდეა პირველად 1993 წელს გაუჩნდა, როდესაც ლონდონის გარეუბნებში, პიკის საათებში ხშირად ყვებოდა საცობებში. მაშინ ის საკუთარ თავს შეპირებია, ოდესმე პატარა, ეკონომიური ავტომობილების წარმოება დაეწყო, ისეთების, რომლებიც გზებს განტვირთავდა და გარემოსაც ნაკლებად დააბინძურებდა.

საბოლოოდ, მან ეს მოახერხა - სარეიში საკუთარი კომპანია „გორდონ მარი დიზაინ“ დააარსა, რომელიც ორი მიკრო ავტომობილის - ერთი შიდაწვისძრავიანისა და ერთიც ელექტრომობილის, შემუშავებას შეუდგა. ორივე უკვე შემუშავებულია. პირველის სახელია T.25, ის ბენზინის 51-ცხენისძალიანი სამცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 160 კმ/სთ-ს აღწევს. ის მხოლოდ 550 კილოგრამს იწონის და 100 კილომეტრის გასავლელად მხოლოდ 2.9 ლიტრ ბენზინს მოიხმარს. ამ ავტომობილის ელექტრული ვერსიაა T.27. ის 25-კილოვატიანი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი კვებავს. T.27-ის სვლის სიშორე 160 კილომეტრია.
მისი მთავარი კონკურენტის, „დაიმლერის“ ჯუჯა „სმარტ ფორთუსგან“ განსხვავებით, რომლის სალონშიც მხოლოდ ორი ადგილია, მარის ჯუჯა (ორივე ერთსადაიმავე ბაზაზეა აგებული) სამ ზრდასრულ ადამიანს იტევს. ამასთან, მღოლის პოზიცია ცენტრალურია და წინ წაწეული. და ალბათ მთავარი - ავტომობილს ევროპის ქრეშ-ტესტების მოთხოვნები სრულად აქვს შესრულებული!


მარი აზუსტებს, რომ ამჟამად ათ საავტომობილო კომპანიასთან და ხუთ სხვა სფეროს კომპანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებას. ყველა შემთხვევაში, მოლაპარაკების თემა „აისტრიმია“. მაგრამ ჯერჯერობით, არცერთთან საბოლოო შეთანხმება მიღწეული არაა. მარი განმარტავს, რომ ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს.
ჯერ ერთი, ბევრ კომპანიას ჯერჯერობით ფინანსური რესურსი შეზღუდული აქვს. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ მათთვის სრულიად უცნობ სფეროში პირველი ნაბიჯის გადადგმას არ ჩქარობენ. მაგრამ ამის მიუხედავად, გარდატეხის მომენტი ახლოვდება, რადგან მალე ევროპაში, გამონაბოლქვზე ახალი, ძალიან მკაცრი სტანდარტები შევა ძალაში. ამიტომ, ავტომწარმოებლები იძულებულნი იქნებიან, მნიშვნელოვნად გაზარდონ ეკონომიური და შედარებით სუფთა გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების წარმოების მოცულობა.
ამ ეტაპზე, მარის კომპანია იმ პროექტებიდან მიღებული შემოსავლებით არსებობს, რომლებსაც მას სხვა კომპანიები უკვეთავენ. მიღებულ მოგებას „გორდონ მარი დიზაინი“ საკუთარი პროექტებისთვის იყენებს. თავის ორ ჯუჯა ავტომობილსა და პროცეს „აისტრიმზე“ მუშაობა 2007 წელს დაიწყო და მას შემდეგ, მათზე 30 მილიონი გირვანქა სტერლინგია დახარჯული. ამ თანხის ნაწილი მარის კომპანიამ თავად გაიღო, ნაწილი (4.5 მილიონი დოლარი) სახელმწიფო ორგანიზაცია „ტექნოლოგიების სტრატეგიის საბჭოსგან“, ნაწილი (12 მილიონი დოლარი) „მორ დავიდოვ ვენჩურზისგან“ მიიღო.

ასევე წაიკითხეთ:
გორდონ მარის ელექტრომობილი T27




No comments:

Post a Comment