Tuesday, September 20, 2011

”ფერარის” ემბლემის მოკლე ისტორია

20 სექტემბერი
”ფერარის” ემბლემა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია საავტომობილო სამყაროში. ყალყზე შემდგარი კვიცი არამარტო დაბა მარანელოს და ქალაქ მოდენას სიამაყეა, არამედ მთელი იტალიისა და ყველა იტალიელისა. ამ ემბლემაზე აპენინელებს ისევე ეკეტებათ ჭკუა, როგორც სკუადრა აძურაზე. ამ მარკას თაყვანისმცემლები არც ჩვენში აკლია. მაგრამ ყველამ როდი იცის მისი ლოგოს წარმომავლობა - რატომ და როდის აირჩია ის ენცო ფერარიმ.

კავალინო რამპანტეს (ყალყზე შემდგარი კვიცის) ისტორია კი ასეთია: იტალიას ჰყავდა პირველი მსოფლიო ომის გმირი მფრინავი ფრანჩესკო ბარაკა, ვისაც საჰაერო ბრძოლებში 34 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული. სწორედ მისი საბრძოლო თვითმფრინავის ფიუზელაჟზე ეხატა ზუსტად ისეთი ცხენი, როგორსაც დღეს ”ფერარის” ემბლემიდან ვიცნობთ.
ენცო ფერარი იმ დროს ავტომრბოლი იყო და მოგვიანებით, საკუთარი გუნდი ჩამოაყალიბა, სახელად ”სკუდერია ფერარი” (ფერარის გუნდი). მაშინ ის საკუთარი ავტომობილების წარმოებას არც აპირებდა. იმ დროს ბარაკა უკვე ცოცხალი აღარ იყო. გმირის დედამ ფერარის ურჩია, ლოგოდ ის ცხენი აერჩია, რომელსაც ფრანჩესკოსთვის საჰაერო ბრძოლებში იღბალი მოჰქონდა. ენცომაც დაუჯერა, ლოგოს ფონად კი ყვითელი შეარჩია, რაც ქალაქ მოდენას ფერი იყო.
სხვათა შორის, ეს ისტორია თავად ენცო ფერარის მხოლოდ ერთხელ მოუყოლია...




The genesis of the Ferrari brand / La genesi del marchio Ferrari


No comments:

Post a Comment