Tuesday, July 10, 2012

„მაკლარენის“ ანიმაცია (ტიუნდ) - ეპიზოდი 1, ბორბლის ქანჩები (ვიდეო)

McLaren Animation (Tooned) - Episode 01, Wheel Nuts
10 ივლისი
თავისი არსებობის განმავლობაში, განსაკუთრებით კი მას შემდგ, რაც მისი მფლობელი და მმართველი რონ დენისი გახდა, „მაკლარენმა“ სახელი გაითქვა, როგორც მკაცრი, მხოლოდ გამარჯვებაზე ორიენტირებული ხასიათის გუნდმა. მაგრამ ბიზნესი ფართოვდება და ფორმულა ერთის გარდა, კომპანიის ინტერესები სუპერ ავტომობილების წარმოებაზეც გავრცელდა. პარალელურად კი მისმა მარკეტოლოგებმა საჭიროდ ჩათვალეს იმიჯის შეცვლა და ამგვარად, ახალგაზრდა თაობის მოზიდვა. ამის საუკეთესო საშუალებას კი ანიმაციური მოკლე ფილმების გამოშვება მიიჩნიეს.

„მინის“ სამოდელო გამა ათამდე გაიზრდება

BMW Planning 10 Model Lineup for Mini, Closing in on Deal with Mitsubishi's NedCar Plant
10 ივლისი
„ბეემვემ“ გამოაცხადა, რომ „მინის“ სამოდელო გამას ათამდე გააფართოებს, რისთვისაც, გაიზრდება ამ ბრენდის ბრიტანული ქარხნების წარმადობა. უფრო მეტიც, მალე ალბათ ბავარიული კომპანიის განკარგულებაში გადავა „მიცუბიშის“ ჰოლანდიური ქარხანა „ნედქარი“, რომელსაც იაპონური კომპანია მალე გააჩერებს.

უებერმა და „რედ ბულმა“ კონტრაქტი გააგრძელეს

Webber will stay with Red Bull Racing for the 2013 Formula 1 season
10 ივლისი
სილვერსტოუნზე ტრიუმფიდან ორ დღეში, მარკ უებერმა და „რედ ბულმა“ კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონით გაახანგრძლივეს. ამგვარად, ფ1-ის „სილი სიზონს“ (გადასვლების „გიჟურ სეზონს“) ერთი მსუყე საკბილო მოაკლდა - ავსტრალიელის „ფერარიში“ შესაძლო გადასვლის ჭორებს წერტილი დაესვა.

„ფორდ მუსტანგ GT კუპე“ - უბრალოდ, კონცეპცია

2015 Ford Mustang GT Coupe Design Concept: A Look Into the Future
10 ივლისი
ბირნსის მუსტანგი
 მალე ამერიკის საავტომობილო ინდუსტრიის ერთ-ერთ სიამაყეს, „ფორდ მუსტანგს“ 50 წელი შეუსრულდება. და რა თქმა უნდა, ამ თარიღისთვის ამერიკული კომპანია განსაკუთრებით ემზადება. და სიახლესაც ამზადებს - „მუსტანგს“ ცვლის. მართალია, ახლანდელი „მუსტანგი“, რომლის გარეგნობაშიც, რეტრო და თანამედროვე სტილი ოსტატურადაა შერწყმული, ბევრს მოსწონს, მაგრამ „ფორდი“ გვპირდება, რომ შემცვლელს მასთან საერთო არაფერი ექნება.

ამერიკა ისევ „ბენტლის“ უდიდესი ბაზარია


United States Regains Title of Bentley's Biggest Market from China in First Half of 2012
10 ივლისი
ამერიკის შეერთებული შტატებმა, „ბენტლის“ ავტომობილების გასაღების უდიდესი ბაზრის სტატუსი დაიბრუნა. ინგლისური კომპანიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ ექვს თვეში ამერიკაში 1 140 ავტომობილის გაყიდვა შესძლო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25.7 პროცენტით მეტია. ჩინეთში გაყიდვებმა 55.7 პროცენტით მოიმატა და 1 059-ს მიაღწია. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი კვარტლის მონაცემებით, ლიდერის პოზიცია ჩინეთს ეკავა.