Sauber convinced further success to come in 2012
12 სექტემბერი
„ზაუბერი“ და მისი ორივე პილოტი ამ სეზონის
ნამდვილი აღმოჩენაა. სეზონში ერთი კვარცხლბეკი შეიძლება შემთხვევითობად
ჩაგვეთვალა, მაგრამ იტალიაში რომ სერხიო პერესმა კვარცხლბეკის მეორე საფეხური მეორედ
დაიკავა (პირველად ეს მალაიზიაში შეძლო), ეს გაცილებით მეტზე მეტყველებს. კერძოდ
იმაზე, რომ ტიტულის მოცილეთა რიცხვი მალე ალბათ გაიზრდება, ტოპ საჯინიბოების მცირე
კლუბის კარზე კი შვეიცარიული გუნდი მთელი ძალით აკაკუნებს...