Friday, September 14, 2012

"უმუტი" - ხის ელექტრომობილი ჩინეთიდან


Meet the Umut, a Wooden Electric Car from China
14 სექტემბერი
ჩინეთი ბევრი რამით გვაოცებს. იქ ძალიან ბევრი ავტომობილი იყიდება, იქ შეუძლიათ, ნაგვიდან გამოქექილი ჟანგიანი ლითონი "ლამბორგინი რევენტონის" მსგავს მანქანად აქციონ, იქ მართვის ლიცენზიის  რიგს თვეობით და წლობითაც ელიან, კილომეტრიან საცობებში დგანნ, თუმცა მანქანებს მაინც ყიდულობენ. და იქ ყველა ამბიციური ავტომწარმოებელი ცდილობს შეღწევას, რადგან ამის გარეშე ძალიან გადატვირთულ საავტომობილო ბაზარზე გადარჩენა შეუძლებელია...

„მერსედესი“ შუმახერს კონტრაქტის გაგრძელებას სთავაზობს

Mercedes offering Schumacher 2013 contract - report
14 სექტემბერი
ფ1-ის პადოკში ახლა ყველა იმაზე ლაპარაკობს, რომ ლუის ჰამილტონი „მერსედესში“ გადადის, სადაც მიხაელ შუმახერს შეცვლის. მაგრამ როგორც ირკვევა, სამქიმიანებს სხვა გეგმები აქვთ. ყოველ შემთხვევაში, ისინი მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს კონტრაქტის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელებას სთავაზობენ.

„ჰიუნდაიმ“ სამკარიანი ჰეჩბეკი i30“ გაგვაცნო

Hyundai Presents Thee-Door Hatchback Version of New i30
14 სექტემბერი
მონათესავე „კიას“ მსგავსად, რომელმაც კომპაქტურ „სიი’დ-ის“ სამკარიანი ვერსია (პრო_სიი’დ-ის) წარმოადგინა, „ჰიუნდაიმაც“ წარმოებისთვის თავის პოპულარულ ჰეჩბეკ i30-ის“ (მისი ამერიკული ვერსია „ელანტრა GT-ს“ სახელით არის ცნობილი) სამკარიანი ვარიანტი მოამზადა, რომელიც ევროპაში იმავე ინდექსით გაიყიდება. ორივე ავტომობილის მსოფლიო პრემიერა პარიზის მოტორ შოუზე ჩატარდება.

კოვალაინენი შეიძლება „ფერარიში“ გადავიდეს


Heikki Kovalainen May Move To Ferrari in 2013
14 სექტემბერი
ფორმულა ერთის სილი სეზონი გრძელდება. მისი მორიგი პერსონაჟი ახლახანს ჰეიკი კოვალაინენი გახდა, რომელსაც ფინური პრესა, „ფერარიში“ გადასვლას უწინასწარმეტყველებს. შეგახსენებთ, რომ „მაკლარენის“ ყოფილი პილოტი ამჟამად „კატერჰემის“ წევრია.

ასეთი რამ ადრე არავის გაუკეთებია (?) (ვიდეო)

14 სექტემბერი
 უბრალოდ ნახეთ, ეს ვინმე ბრეტ ფლეტჩერი ბაგის სტილის მანქანით რა ტრიუკს ასრულებს. ასეთი რამ მსოფლიოში პირველად სწორედ მან შეასრულა. ნახტომის სიგრძეა 28 მეტრი, ჰაერში მანქანა ერთ ხრახნისებრ ტრიალს ასრულებს და ბორბლებზე ეშვება.