Porsche 918 RSR Coupe Concept at Detroit Show
10 იანვარი


პორშეს განმარტებით, ეს არის ავტომობილი, რომელშიც შერწყმულია სარბოლ ჰიბრიდულ მოდელ 911 GT3 R-ის ტექნოლოგიური ინოვაციები და 918 სპაიდერის შესანიშნავი დიზაინი. რეალურად კი, კუპე 918 RSR არის ორადგილიანი სარბოლი ბოლიდი, რომელსაც შიდაწვის ძრავი ბაზაში აქვს მოთავსებული.
ავტომობილს მამოძრავებელ ძალას სარბოლი RS სპაიდერისგან აღებული 3.4-ლიტრიანი V8 აგრეგატი ანიჭებს, რომელიც 10 300 ბრ/წთ-ზე 563 ცხენის ძალას ავითარებს. მასთან დაკავშირებულია 6-საფეხურიანი რობოტიზებული კოლოფი, რომლის მიერ გადამუშავებული მაბრუნი მომენტიც უკანა წამყვან ბორბლებს მიეწოდება.


ამ ორი ელექტროძრავის წყალობით, 918 RSR პერიოდულად სრულამძრავიანი ავტომობილი ხდება. ამასთან, ელექტროძრავებს ემსახურება ელექტრონულად მართვადი სისტემა, რომელიც მათ შორის მაბრუნ მომენტს საჭიროებისამებრ ანაწილებს. ამგვარად, უმჯობესდება როგორც ავტომობილის მანევრულობა, ასევე ის უფრო ადვილად სამართავიცაა.
კუპეს სპაიდერისგან სახურავის გარდა, კარებებიც გამოარჩევს, რომლებიც ლამბორგინის სტილში, ზევით იღება. ამასთან, ისინი სახურავზეც გადადის. ორ კარებს შორის, სახურავის უკანა ნაწილში, ჰაერის ამღებია მოთავსებული, რომელიც ჰაერით ძრავს ამარაგებს. გარდა ამისა, ავტომობილი სარბოლი აეროდინამიკური პაკეტითაა აღჭურვილი, რომელშიც ყველაზე შესამჩნევი უზარმაზარი უკანა ანტი ფრთაა. კუპე 19-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებსაც თითო, ცენტრალური ქანჩი კეტავს.
სხვათა შორის, ”პორშემ” უკვე გადაწყვიტა 918 სპაიდერის წარმოება. ოღონდ, ის ძალიან შეზღუდული რაოდენობით დამზადდება და თითოეული ავტომობილის ღირებულება 500 000 ევრო იქნება. რაც შეეხება კუპეს, მისი საგზაო ვერსიის წარმოების გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა, თუმცა დიდი ალბათობით შეიძლება იმის ვარაუდი, რომ სარბოლ ტრასებზე გამოჩენის შემდეგ, მისი საგზაო ვერსიის წარმოებაც დაიწყება.
No comments:
Post a Comment