Friday, January 13, 2012

პეტერანსელს ვერც პრობლემები უშლის ხელს

Stephane Peterhansel retains Dakar Rally lead despite being delayed in sand dunes
13 იანვარი
სტეფან პეტერანსელი რალი–რეიდ დაკარის ლიდერობას აგრძელებს. არადა, მე–12 ეტაპზე მან ბევრი დრო დაკარგა, როდესაც დიუნებში გაიჭედა. მისი ბედი მისმა ესპანელმა თანაგუნდელმა ნანი რომამაც გაიზიარა, თუმცა ამის მიუხედავად, ფრანგს მაინც თითქმის სამი წუთი ამოუქაჩა.

„ჰიუნდაი ველოსტერი“ ტურბოკომპრესორით

New Hyundai Veloster Turbo with 201HP Eyes the VW Golf GTI and Mini Cooper S
13 იანვარი
ესეც ასე! „ჰიუნდაიმ“ თავისი კუპე „ველოსტერი“ ტურბოკომპრესორით აღჭურვა. ისე, ამ ავტომობილისთვის ტურბინიანი ძრავი ადრევე უნდა გაემეტებინათ, თუმცა კორეელები ასე რომ არ მოიქცნენ, ეს მხოლოდ და მხოლოდ, პრაგმატულობის გამო გააკეთეს – სანამ პირველ ველოსტერს ფეისლიფტინგის დრო მოუვა, მასზე სიახლეები ხომ უნდა შესთავაზონ მყიდველს. ჰოდა, პირველი სიახლე სწორედ ტურბო ძრავია. „ველოსტერ ტურბო“ ის ავტომობილია, რომლითაც „ჰიუნდაი“ სერიოზულ კონკურენციას გაუწევს „ფოლკსვაგენ გოლფ GTI–ს“ და „მინი კუპერ S–ს“.

„ჰიუნდაი“ CAFE–ს 2016 წლის მოთხოვნებს უკვე აკმაყოფილებს

Hyundai hits 2016 CAFE requirements early
13 იანვარი
დღეს მსოფლიოს წამყვანი ავტომწარმოებლები, რომლებიც ავტომობილებს ამერიკაში ჰყიდიან, დიდი მონდომებით ემზადებიან CAFE–ს (საწვავის საშუალო კორპორატიული ეკონომიურობა) ახალი რეგლამენტისთვის, რომელიც NHTSA–მ (საგზაუ უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაცია) დააწესა. ამ რეგლამენტით, კომპანიების მიერ წარმოებული ავტომობილები საშუალოდ ერთი გალონი (3.7854 ლიტრი) საწვავით, 35.5 მილს (დაახლოებით 57 კილომეტრს) უნდა გადიოდნენ. ანუ, 100 კილომეტრის გასავლელად, მათ 6.664 ლიტრი საწვავი უნდა ჰყოფნიდეთ.